კალიუმის ქლოროქრომატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიუმის ქლოროქრომატი
კალიუმის ქლოროქრომატი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაკალიუმის ქლოროქრომატი
ტრადიციული სახელწოდებაკალიუმის ქლოროქრომატი
კალიუმის ტრიოქსოქლოროქრომატი[1][2][3]
ქიმიური ფორმულაKCrO3Cl
მოლური მასა174,5472 /მოლი
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)ფორთოხლისფერი მყარი ნივთიერება
სიმკვრივე2.5228 /სმ³

კალიუმის ქლოროქრომატი — არაორგანული ნაერთი, ქიმიური ფორმულით KCrO3Cl. [4] არის წყალში ხსნადი, ფორთოხლისფერი მყარი ნივთიერება, რომელსაც ორგანული ნაერთების დასაჟანგად იყენებენ.

სინთეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სინთეზი შესაძლებელია კალიუმის დიქრომატისა და მარილმჟავას ურთიერთქმედებით, თუმცა ასევე იღებენ ქრომილის ქლორიდისა და კალიუმის ქრომატის შემდეგი რეაქციით.[5]

K2CrO4 + CrO2Cl2 → 2KCrO3Cl

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცენტრირებულ მარილმჟავასთან წარმოქმნის ქრომილის ქლორიდს. ციკლური ეთერთან კი ლიპოფილურ მარილს.[6] კალიუმის ქლოროქრომატს შეუძლია დაჟანგოს ბენზილის სპირტი,[7] თუმცა ამ რეაქციისას უფრო ხშირად პირიდინიუმის ქლოროქრომატს იყენებენ.

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნივთიერება მომწამლავია. შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა ან თირკმლის დაზიანება. აგრეთვე აზიანებს კანს. იწვევს მის გაღიზიანებას ან დამწვრობას. შესაძლოა განვითარდეს ალერგიული ფონი. საშიშია მისი ფხვნილის შესუნთქვა.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Synonyms Of Chemicals დაარქივებული 2007-08-27 საიტზე Wayback Machine. . Csudh.edu (2003-09-16). Retrieved on 2011-06-01.
  2. Merck & Co (1930). Merck's index: an encyclopedia for the chemist, pharmacist and physician. Merck & Co.. ციტირების თარიღი: 1 June 2011. 
  3. (1966) The Condensed chemical dictionary. Reinhold. ციტირების თარიღი: 1 June 2011. 
  4. Norm Stanley Colorful Chromium Compounds, 23 August 2002
  5. Harry H. Sisler; Louis E. Marchi (1946). „Potassium Monochlorochromate“. Inorg. Synth. 2: 208–210. doi:10.1002/9780470132333.ch64.
  6. Kotlyar, Sergei A.; Zubatyuk, Roman I.; Shishkin, Oleg V.; Chuprin, Gennady N.; Kiriyak, Andrey V.; Kamalov, Gerbert L. (2005). „(18-Crown-6)potassium chlorochromate“. Acta Crystallographica E. 61 (2): m293–m295. doi:10.1107/S1600536805000085.
  7. Özgün, B.; Pek, A. (1991). „Kinetics and mechanism of the oxidation of benzyl alcohol by potassium chlorochromate“. Reaction Kinetics & Catalysis Letters. 43 (2): 589–594. doi:10.1007/BF02064733.
  8. (1 September 1991) Overexposure: health hazards in photography. Allworth Communications, Inc., გვ. 122–. ISBN 978-0-9607118-6-4. ციტირების თარიღი: 1 June 2011.