კალისტრატე (მეუფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალისტრატე
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი
Mitropoliti kalistrate.jpg
მეუფე კალისტრატე
პროვინცია იმერეთი
ეპარქია ქუთაის-გაენათის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 1993

საერო სახელი შოთა მარგალიტაშვილი
დაიბადა 1938
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
საცხოვრებელი ადგილი ქუთაისი

მეუფე კალისტრატე (დ. 20 ოქტომბერი, 1938, ვარდისუბანი, თელავის მუნიციპალიტეტი) — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. 1958 წელს დაამთავრა თელავის მეხუთე საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 7 აპრილს აკურთხეს დიაკვნად და უმოკლეს დროში დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად.2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად. შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

მეუფე კალისტრატეს მიერ საქართველოში აღდგენილია ხუთი: ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდადის, ტყიბულის ეპარქიები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]