კალისტრატე დგებუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალისტრატე მალაქიას ძე დგებუაძე (დ. 1911, სოფელი ოტობაია, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 16 თებერვალი, 1943) — საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო და მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე დგებუაძე დაიბადა 1911 წელს სოფელ ოტობაიაში. 1926 წელს დაამთავრა სოფლის შვიდწლედი, 1930 წელს — ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1927 წელს შევიდა საქართველოს ალკკ რიგებში, საიდანაც დაიწყო აქტიური პარტიული მუშაობა. 1930 წლის სეტქემბრიდან - 1931 წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ალკკ გალის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. აქედან გადაყვანილ იქნა რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1933 წლის ბოლომდე.

1933-1934 წლებში კონსტანტინე დგებუაძე იყო აჩიგვარის საბჭოთა მეურნეობის მუშკომის თავმჯდომარე. 1934 წლის მარტში დაინიშნა კომკავშირის გალის რაიკომის მდივნის მოადგილედ.

1935 წელს გაიწვიეს მუშურ-გლეხური წითელი არმიის რიგებში, სადაც მან მიიღო პოლიტიკური მუშაობის გამოცდილება. დემობილიზაციის შემდეგ კალისტრატე დგებუაძე მუშაობდა გალის რაიონის ფიჩორის არასრული საშუალო სკოლის დირექტორად. 1937 წლის ივლისში ის არჩეულ იქნა კომკავშირის გალის რაიკომის მდივნად. იმავე წლის სექტემბერში — საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად. კალისტრატე დგებუაძე იყო საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმის და საქართველოს ალკკ ცეკას პლენუმის წევრი.

1938 წელს იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №12 პირველი მაისის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

გარდაცივალა მეორე მსოფლიო ომში 1943 წლის 16 თებერვალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №115 (213), 22 მაისი, 1938

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]