კალისტრატე ბობოხიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბობოხიძე.
კალისტრატე ბობოხიძე
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1904(1904-08-16)
დაბადების ადგილი მათხოჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 აპრილი, 1982(1982-04-26) (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კალისტრატე (კალე) ფირანის ძე ბობოხიძე (დ. 16 აგვისტო, 1904, მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 26 აპრილი, 1982, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებელში. სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდა 20-იან წლებში და იქედან მოყოლებული იყო პროლეტარულ მეცნიერთა ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი. პოეტის ლექსები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდიკაში. მისი მრავალი ნაწარმოები თარგმინილია სსრკ ხალხთა მრავალ ენებზე, ბევრი თარგმანი დაიბეჭდა უცხოეთშიც. იგი ორმოცზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია, ამავე დროს ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრული თარგმანის დარგშიც. მან მშობლიურ ენაზე აამეტყველა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ტარას შევჩენკოს, ავეტიქ ისააკიანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ტიხონოვის, იან კუპალას, ბაჟანის შემოქმედების ნიმუშები, დიდი ღვაწლი დასდო რესპუბლიკაში საგამომცემლო საქმის განვითარებას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 87, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]