კალიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიბო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 11°42′26″ ჩ. გ. 122°22′12″ ა. გ. / 11.70722° ჩ. გ. 122.37000° ა. გ. / 11.70722; 122.37000
დაარსდა 3 ნოემბერი, 1571
ფართობი 50.75 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7 მეტრი
მოსახლეობა 89 127 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 36
საფოსტო ინდექსი 5600
ოფიციალური საიტი http://www.kaliboaklan.gov.ph/
კალიბო — ფილიპინები
კალიბო

კალიბო (ოფიციალურად კალიბოს მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Kalibo) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი და აკლანის პროვინციის დედაქალაქი, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 89 127 ადამიანს შეადგენს.

მუნიციპალიტეტი კუნძულ პანაის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მთავარი სატრანსპორტო კერაა კუნძულ ბორაკაიმდე მისაღწევად. მუნიციპალიტეტი ცნობილია ატი-ატიჰანის ფესტივალით, მანგროს ტყეებით, ბაკჰავანის ეკოლოგიური პარკით და პინიას ქსოვით. 2018 წლის თებერვალში ფილიპინების კულტურისა და ხელოვნების ეროვნულმა კომისიამ აკლანის მთავრობასთან ერთად კალიბოს პინიას ქსოვის ტექნიკის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ნომინირების პროცესი დაიწყო. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიაში შესატანად ნომინირებულია აკლანელთა ატი-ატიჰანის ფესტივალიც.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის სახელწოდება კალიბო წარმოდგება აკლანური სიტყვიდან, sangkâ líbo, რაც „ათასს“ ნიშნავს და ადგილობრივი ატის ტომის იმ რაოდენობას აღნიშნავს, რამდენი წარმომადეგენელიც პირველ კათოლიკურ მესას დაესწრო. კალიბო თავდაპირველად გამოითქმებოდა როგორც კალივო. თავდაპირველად კალიბოს ადგილობრივები აკეანს უწოდებდნენ, მახლობლად მდებარე მდინარის მსგავსად. ესპანელებმა დასახლების სახელი, აკლანი და კალივო კალიბოდ გადააკეთეს. ამ ორ სახელთან ერთად დაკლანი, ადანი და კალიბოგიც გამოიყენებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის ცეკვები ატი-ატიჰანის ფესტივალის დროს, 2007 წელი

1569 წელს მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ კალიბოს მიაღწია, რომლის მოსახლეობაც იმ დროისთვის 2000 ადამიანს შეადგენდა. 1571 წლის 3 ნოემბერს დასახლება ენკომიენდა გახდა, ხოლო 1581 წლის 22 აპრილს ქალაქი ავგუსტინელთა ორდენის სამრევლოს ნაწილი გახდა. ესპანური მმართველობის პერიოდში კალიბო კაპისის შემადგენლობაში იყო.

1897 წლის 17 მარტს კალიბოში ფილიპინელმა რევოლუციონერებმა ესპანელების წინააღმდეგ გაილაშქრეს, თუმცა დამარცხდნენ. 23 მარტს 19 აკლანელი მოწამე ესპანურმა კოლონიურმა მთავრობამ სიკვდილით დასაჯა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ფართობი 50.75 კმ²-ს შეადგენს, რაც აკლანის საერთო ფართობის 2.79%-ს შეადგენს.

კალიბო 16 ბარანგაის მოიცავს, რომელთაგან ყველა ურბანულია. მობოს ბარანგაის წარსულში ტინიგაო-ბონგოე ეწოდებოდა.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის აღწერით, კალიბოს მოსახლეობა 89 127 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 1800 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მშობლიური ენა აკლანონია, ხოლო მეორე ენა ― ჰილიგაინონი და კაპისნონი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. ძირითადად ბრინჯს, ქოქოსს, პინიასა და სართავ ბანანს აწარმოებენ. კალიბოში განვითარებულია ხორცის წარმოებაც. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებენ ჩორიზოს, ტოსინოსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.

მუნიციპალიტეტში ტურიზმის პიკი ატი-ატჰიანის ფესტივალის დროსაა, რომელიც ყოველწლიურად იანვრის მეორე კვირაში აღნიშნავენ.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატი-ატიჰანის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატი-ატიჰანის ფესტივალი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად იანვრის მეორე კვირაში აღინიშნება და კულმინაციას თვის მესამე კვირა დღეს აღწევს. გადმოცემის თანახმად, ფესტივალს 1212 წლიდან აღნიშნავენ, როდესაც ათი დატუს ხელმძღვანელობით ბორნეოელებმა ბალანგაებით სულუს ზღვა გადაცურეს და პანაიზე გადავიდნენ.

Fest300-მა ატი-ატიჰანის ფესტივალი მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალებს შორის დაასახელა. ხშირად მას „ფილიპინების ყველა ფესტივალის დედად“ მოიხსნეიებენ.[3]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტების ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მდინარე აკლანი, მთავარი მდინარე, რომელიც მუნიციპალიტეტს კვეთს და პროვინციის სახელს ატარებს. კალიბოს ტერიტორიაზე მდებარეობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა აკლდამა და აკლანიის ისტორიის მუზეუმი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს ბაკჰავანის ეკოლოგიური პარკი, 220 ჰექტარის მანგროს ტყის პროექტი, რომლის განხორციელებაც 1990 წელს დაიწყო ახალი ბუსვანგის ბარანგაიში. ტიგაიონის ბარანგაიში მდებარე ტიგაიონის ბორცვი და გამოქვაბულები წინაესპანურ ხანაში საკვრძალავს წარმოადგენდა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიბო ბორაკაიმდე მისაღწევ მთავარ სატრანსპორტო კერას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კალიბოს საერთაშორისო აეროპორტი. კალიბოს მახლობლად ოთხი პორტი მდებარეობს. ახალი ვაშინგტონისა და დუმაგიტის პორტები კალიბოდან 20 წთ-ის დაშორებით მდებარეობს. მანილადან აკლანამდე ზღვით მისასვლელად 14-18 საათია საჭირო.

დაძომბილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიბოს ერთადერთი დაძმობილებული ქალაქია ჯუნო, ალასკა, აშშ (2014).[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Republic Act No. 715 - An Act Changing the Name of the Barrio Tinigao Bongoe, Municipality of Kalibo, Province of Capiz, to Mobo (6 June 1952). ციტირების თარიღი: 20 October 2016
  3. Lizares, Luci (20 January 2014). „History of Santo Niño Festivals“. Sun.Star Bacolod. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2016. ციტატა: „The Ati-Atihan festival is called the Mother of all Filipino festivals.“
  4. Juneau's Sister Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2021.