შინაარსზე გადასვლა

კალიასის ზავი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათენი და მისი იმპერია ძვ. წ. 431 წლისათვის.

კალიასის ზავისამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო დაახლოებით ძვ. წ. 449 წელს დელოსის კავშირსა (ათენის მეთაურობით) და აქემენიანთა იმპერიას შორის, დაასრულა ბერძენ-სპარსელთა ომები.

საზავო მოლაპარაკებები აწარმოა კალიასმა, ათენელმა პოლიტიკოსმა. სპარსეთი მუდმივად კარგავდა ტერიტორიებს ბერძნების სასარგებლოდ ქსერქსე I-ის შემოჭრის დასრულების შემდეგ. ხელშეკრულების გაფორმების ზუსტი თარიღი სადავოა, მაგრამ ჩვეულებრივ მას მიიჩნევენ ევრიმედონის ბრძოლის (ძვ. წ. 469 ან 466) ან კვიპროსის სალამინის ბრძოლის (ძვ. წ. 450) შემდეგ.

კალიასის ზავმა ავტონომია მიანიჭა მცირე აზიის იონიურ ქალაქ-სახელმწიფოებს, სპარსელებს ჩამოართვა ეგოისის ზღვისპირა ტერიტორიები და აუკრძალა მათ საზღვაო ხომალდებს ეგეოსის ზღვაში შესვლა. აგრეთვე ათენი დათანხმდა არ ჩარეულიყო სპარსეთის მცირე აზიური, კვიპროსის, ლიბიის და ეგვიპტის სამფლობელოების საქმეებში.[1][2]

ეჭვები არსებობის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიასის ზავის შესახებ ცნობები დაცულია ძვ. წ. IV საუკუნეში მოღვაწე ისეთი ცნობილი ორატორების ტექსტებში, როგორიცაა ისოკრატე და დემოსთენე, ასევე დიოდორე.[3] ძველი ბერძენი ისტორიკოსი თეოპომპე თვლიდა, რომ ხელშეკრულების წარწერა ყალბი იყო, რადგან მასში გამოყენებული წარწერები არ გამოიყენებოდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თითქოს ზავი იქნა გაფორმებული.


შესაძლებელია, რომ ხელშეკრულება ოფიციალურად არასოდეს არსებობდა და მაინც თუ ის გაფორმდა, მისი მნიშვნელობა სადავოა. თუკიდიდე მას არ ახსენებს, მაგრამ ჰეროდოტე[4] ასახელებს რიგ ცნობებს, რაც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს მისი არსებობის დასადასტურებლად, ისევე როგორც პლუტარქე, რომელიც ფიქრობდა, რომ ის ან ხელმოწერილ იქნა ევრიმედონის ბრძოლის შემდეგ (ძვ. წ. 466), ან საერთოდ არ არსებულა.[5]

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ძვ. წ. 450/449 წლის შემდეგ მიღწეულ იქნა რაღაც შეთანხმება, რომელმაც დაასრულა მტრული დამოკიდებულება სპარსეთთან, რაც ათენს საშუალებას აძლევდა გამკლავებოდა ახალ საფრთხეებს სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისგან, როგორიცაა კორინთო და თებე, ასევე ევბეა, რომელიც მალევე აჯანყდა დელოსის კავშირის წინააღმდეგ. კონფლიქტები შესაძლოა წარმოიშვა მაშინ, როდესაც ათენის მოკავშირეებმა ეჭვი შეიტანეს დელოსის კავშირის არსებობის აუცილებლობაში. რადგან ელინებმა სპარტის მეთაურობით დაამარცხეს ქსერქსე, როგორც ჩანს სპარსეთი აღარ წარმოადგენდა საფრთხეს, ხოლო ამგვარი კავშირი (დელოსის კავშირი) კი აუცილებლობას. ვინაიდან ათენი მოითხოვდა სულ უფრო მეტ ხარკს და ახორციელებდა უფრო მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტროლს თავის მოკავშირეებზე, კავშირი უფრო და უფრო ემსგავსებოდა ნამდვილ იმპერიას, რის გამოც ათენის ბევრი მოკავშირე აჯანყდა. მიუხედავად იმისა, რომ კალიასი ასევე პასუხისმგებელი იყო ოცდაათწლიან მშვიდობაზე სპარტასთან ძვ. წ. 446-445 წლებში, მზარდმა ათენურმა საფრთხემ ელინური სამყარო საბოლოოდ პელოპონესის ომამდე მიიყვანა.

ბერძნებსა და სპარსელებს შორის საბრძოლო მოქმედებები ძვ. წ. 450 წელს შეწყდა, თუმცა სპარსეთი კვლავ აგრძელებდა ჩარევას ბერძენთა საქმეებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პელოპონესის ომში სპარტის გამარჯვების უზრუნველყოფაში.

ხელშეკრულების არსებობა ისტორიკოსებსა და მეცნიერებს შორის დღემდე საკამათო თემად რჩება.

  • De Ste. Croix, G.E.M.,The Origins of the Peloponnesian War, London 1972 (especially the Appendices).
  • Rhodes, P.J. The History of the Classical World 478–323 BC, 2005.
  • Badian, E. "The Peace of Callias". The Journal of Hellenic Studies 50 (1987): 1–39.
  • Samons, Loren J. "Kimon, Kallias and Peace with Persia". Historia: Zeitschrift für Alte Geschichte 47 (1998): 129–140.
  1. Diodorus Siculus 12.4
  2. Thucydides, History of the Peloponnesian War, i. 104, and 109-10
  3. Britannica Online Encyclopedia: ancient Greece (historical region, Eurasia): Peace with Persia
  4. Histories, 7.151
  5. Plutarch, Cimon, 13.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალიასის_ზავი“-დან