კალვოს დოქტრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალვოს დოქტრინა, მიღებულ იქნა ამერიკის სახელმწიფოთა პირველი საერთაშორისო კონფერენციის მიერ, ხოლო შემდგომში მან ასახვა ჰპოვა მონტევიდეოს კონვენციაში სახელმწიფოთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ (1933 წ.). აღნიშნული კონვენციის მე-9 მუხლი ითვალისწინებს: "სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და უცხოელებს ერთნაირად იცავს კანონი და ხელისუფლების ორგანოები. უცხოელებმა არ უნდა მოითხოვონ რაიმე სხვა სახის ან უფრო მეტი უფლებები, ვიდრე სახელმწიფოს მოქალაქეებს გააჩნიათ." ასეთი შეხედულება აყენებს ერთ მთავარ პრობლემას: იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჯარო სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ართმევს სახელმწიფოს მის საზღვრებს გარეთ მყოფი საკუთარი მოქალაქეების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, გამართლებული იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან უცხოელისათვის ყველა უფლების ჩამორთმევა, თუ ასევე მოექცეოდნენ მის მოქალაქეს. ეს თეორია არასდროს ყოფილა საყოველთაოდ აღიარებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]