კალე-ი ბუგურტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კალე-ი ბუგურტი
მდებარეობა შემახა, აზერბაიჯანი

კალე-ი ბუგურტი (აზერ. Qaleyi Bəyqurt), ან კალე-ი ბუგურდი, ასევე ცნობილი, როგორც ბუგურდი (აზერ. Buğurt qalası) — შუასაუკუნის ციხე, რომელიც განლაგებულია შემახიდან 20 კმ. მოშორებით. სოფელ კალე-ი ბუგურტის მახლობლად, მთის მწვერვალზე.[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე, რომელიც განლაგებულია მთებში, ვინაიდან იგი იყო აუღებელი მტრისთვის, წარმოადგენდა შირვანშაჰების რეზიდენციას და გამოიყენებოდა თავშესაფარად შირვანშაჰებისათვის მტრის შემოსევის დროს. XVI საუკუნის ვენეციელი მოგზაური ჯიოვან მარიო ანჯონელო, აღნიშნავდა ციხის აუღებლობას მისი განლაგების გამო და აღნიშნავდა ასევე მის სიდიდეს, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ქალაქს. არქეოლოგი ი. შებლიკინი გამოთქვამდა აზრს, რომ კალე-ი ბუგურტი წარმოადგენდა შირვანშაჰთა უკანასკნელ თავშესაფარს დედაქალაქის აღების შემდეგ.[2]

მას შემდეგ, რაც სეფიანთთა სახელმწიფო მმართველმა ისმაილ I-მა 1501 წელს აიღო ქალაქი ბაქო, მისმა ჯარმა ალყა შემოარტყა კალე-ი ბუგურტს, მაგრამ მისმა ჯარმა მისი აღება ვერ შესძლო. ასევე უშედეგოდ დამთავრდა გიულისტანის და სუხრაბი ციხეების აღებაც.

შაჰრუჰ შირვანსაჰის მმართველობის წლებში (1536-1538) სალიანში ვინმე კალანდარ-დერვიშის ხელმძღვანელობით მოხდა აჯანყება. აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი შემახა. თვითონ შაჰრუჰი და დიდებულები შეეფარნენ კალე-ი ბუგურტს. შემდგომ აჯანყებულებს შორის მოხდა განხეთქილება და მათ უკან სალიანისკენ დაიხიეს. შირვანის ამირები გამოვიდნენ ციხიდან და სასტიკად ჩაახჩეს აჯანყება.[3]

1538 წლის გაზაფხულზე სეფიანთა 20 ათასიანი ჯარი შაჰის ძმის ელქას მირზას მეთაურობით, რომელიც იყო გაძლიერებული ყარაბაღისა და მუღანის მოხალისეებით, კვლავ დაიძრა შირვანზე და აიღო შემახა. იმის მიუხედავად, რომ ციხეში არ იყო საკმარისი სურსათ-სანოვაგე, იგი მაინც რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას დამპყრობლებს. შაჰმა გაიგო ციხის მცველების სიმამაცეზე და განრისხებულმა გამოაგზავნა უზარმაზარი ჯარი. სეფიანთთა ჯარი აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რის გამოც ალყაშმორტყმულები იძულებულნი გახდნენ დანებებოდნენ ყიზილბაშებს. ასევე ყიზილბაშებმა შესძლეს კალა-ი ბუგურტის აღებაც, რომელშიც იმალებოდნენ შემახას დიდგვაროვნები. შირვანის ამირები დასაჯეს სიკვდილით, ხოლო უკანასკნელი შირვანშაჰი შაჰრუჰი კი თავრიზში იქნა ჩაყვანილი, სადაც მას თავი მოჰკვეთეს.[4]

ციხეში არის მიწისქვეშა გასასვლელი, რომელიც წყაროს უკავშირდება.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Qədim, sirli Şamaxı - Qəleybuğurt qalası, Kələxana türbəsi, Avaxıl qəbiristanlığı დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  2. Щеблыкин И. П. Памятники азербайджанского зодчества эпохи Низами (материалы). Под ред. И. Джафарзаде. Издательство АзФАН. 1943. 42.
  3. Сумбатзаде А. С. Азербайджанцы - этногенез и формирование народа. — Б.: Элм, 1990. — С. 214. — 303 с. — ISBN 5-8066-0177-3.
  4. Эфендиев, 1981, с. 82.
  5. Бретаницкий, 1966, с. 74.