კალევიპოეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილუსტრაცია „კალევიპოეგიდან“.

„კალევიპოეგი“ესტონური ეროვნული ეპოსი. შეიქმნა დევგმირ კალევიპოეგის შესახებ გავრცელებული უძველესი თქმულებების საფუძველზე. თქმულებების შეგროვება წამოიწყო მწერალმა ფ. ფელმანმა, თვით ეპოსი კი ერთიან სიუჟეტურ ქარგაზე ააგო და ესტონელი ხალხის სიმღერის სალექსო საზომით გააწყო მწერალმა ფ. კრეიცვალდმა (გამოქვეყნდა 1857–1861 წლებში). „კალევიპოეგის“ ბოლო ეპიზოდები მოიცავს XIII საუკუნის დასაწყისის ამბებს, როცა ესტონეთში ჯვაროსნები შემოიჭრნენ. „კალევიპოეგმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესტონური ეროვნების ლიტერატურის ჩამოყალიბებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]