კალებ ლენდრი ჯონსი

კალებ ლენდრი ჯონსი (დ. 7 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი. პირველად აღიარება მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლებით ფილმებში: „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011), ბანშის როლით; „თავს უშველე“ (2017) — ჯერემი არმიტაჟის როლით; „პროექტი ფლორიდა“ (2017) — ჯეკ ჰიქსის როლით და „სამი ბილბორდი მისურიში ებინგის საზღვარზე“ (2017) — რედ უელბის როლით.[1]ამ უკანასკნელმა კალებს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მოუტანა.
ჯონსის მთავარი როლები მოიცავს სიდ მარჩს ფილმში „ანტივირუსი“ (2012), ტაი კარტერს ფილმში „საგუშაგო დაცვა“ (2019) და მარტინ ბრაიანტს ფილმში „ნიტრამი“ (2021), რისთვისაც ჯონსმა მიიღო კანის კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და AACTA-ს ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლის კატეგორიაში. მოგვიანებით მთავარი როლები შეასრულა ლიუკ ბესონის ფილმებში: „დოგმენი“ (2023) და „დრაკულა: სიყვარულის ამბავი“ (2025).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონსი დაიბადა 1989 წლის 7 დეკემბერს გარლანდში, ტეხასში და გაიზარდა რიჩარდსონში, დალასის გარეუბანში.[2][3]მამა, პატრიკი, კონტრაქტორია, ხოლო დედა, სინდი — სპეციალური პედაგოგი. ჯონსი სამ ძმიდან შუათანაა. უფროსი ძმა საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა.[4][5]ჯონსის ბებია და ბაბუა დედის მხრიდან დალასის სიმფონიურ ორკესტრში უკრავდნენ.[5]
ჯონსი სწავლობდა რიჩარდსონის საშუალო სკოლაში, სადაც დედამისი მუშაობდა; სწორედ მშობლების წახალისებით დადიოდა ბალეტის, ტეპ-ცეკვისა და თეატრის გაკვეთილებზე.[2] ბავშვობაში ჯონსს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.[5] კალებმა მსახიობობა მეტყველების გაკვეთილზე აღმოაჩინა და მალევე დაიწყო პროფესიონალური მოღვაწეობა მშობლიურ შტატში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონსმა სამსახიობო კარიერა ძმები კოენების ფილმით „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ (2007) დაიწყო.[3] შემდეგ ითამაშა დრამერის როლი სერიალში „პარასკევი ღამის ნათება“ (2008–2010) და უოლტ უმცროსის საუკეთესო მეგობრის როლი სერიალში „მძიმე დანაშაული“ (2009–2010).[3] 2010 წელს ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი ზებუნებრივ საშინელებათა ფილმში „უკანასკნელი ეგზორციზმი“. შემდეგ კი ითამაშა მუტანტი ბანშის როლი ფილმში „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011).
2012 წელს ჯონსი გამოჩნდა მძაფრსიუჟეტიან თრილერში „კონტრაბანდა“, რომელიც ისლანდიური ფილმის, „რეიკიავიკ-როტერდამი“, ინგლისურენოვანი რიმეიქი იყო. იმავე წელს ითამაშა ფრენკის როლი ნილ ჯორდანის საშინელებათა ფილმში „ბიზანტია“ და შეასრულა პირველი მთავარი როლი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საშინელებათა ფილმში „ანტივირუსი“, რომელიც ბრენდონ კრონენბერგის სარეჟისორო დებიუტი იყო.
2017 წელს ჯონსმა ზედიზედ შეასრულა მეორეხარისხოვანი როლები: დაგ ლიმანის მძაფრსიუჟეტიან კომედიაში „დამზადებულია ამერიკაში“, შონ ბეიკერის „პროექტი ფლორიდა“, ჯორდან პილის ფსიქოლოგიურ საშინელებათა ფილმში „თავს უშველე“ და კრიმინალურ დრამაში „სამი ბილბორდი მისურში ებინგის საზღვარზე“.[6][7][8]ოთხივე ფილმმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. 2019 წელს განასახიერა ტაი კარტერი საომარ დრამაში „საგუშაგო დაცვა“.
2021 წელს ჯონსმა ითამაშა ავსტრალიელი მასობრივი მკვლელის, მარტინ ბრაიანტის როლი ჯასტინ კურზელის ფილმში „ნიტრამი“, რისთვისაც კანის კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.[9]
2023 წელს მთავარი როლი შეასრულა ლიუკ ბესონის მძაფრსიუჟეტიან თრილერში „დოგმენი“. ბესონმა მაღალი შეფასება მისცა ჯონსის გარდასახვის უნარს და აღფრთოვანება გამოხატა. სწორედ ამან შთააგონა ბესონი, დაემტკიცებინა ჯონსი მთავარ როლზე ფილმში „დრაკულა: სიყვარულის ამბავი“ (2025).[10][11]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკალური კარიერა ჯონსმა ადგილობრივ ეკლესიაში, რელიგიურ ჯგუფში (worship band) დრამერობით დაიწყო.[5]17 წლის ასაკში უკვე საკუთარ სიმღერებს წერდა Casio-ს კლავიატურაზე.[5]19 წლისამ კი რობერტ ჰადსონთან და ეი.ჯეი. დერჰემთან ერთად ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული ფოლკ-როკ ჯგუფი სახელწოდებით „Robert Jones“.[12]
2020 წლის 1 მაისს ჯონსმა გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი — „The Mother Stone“,[13]Sacred Bones Records-ის თანამშრომლობით.[14] მას შემდეგ ჯონსმა კიდევ სამი ალბომი გამოუშვა: „Gadzooks Vol. 1“ (2021), „Gadzooks Vol. 2“ (2022) და „Hey Gary, Hey Dawn“ (2024).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lindsay, Benjamin. (November 10, 2017) Caleb Landry Jones Is Oscar Season’s Busiest Supporting Actor en-US. ციტირების თარიღი: October 9, 2025
- 1 2 Hoad, Phil (June 30, 2022). „Caleb Landry Jones: ‘Acting was the only place you were allowed to scream or cry’“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: October 9, 2025.
- 1 2 3 Pappademas, Alex. (March 12, 2019) The Nice Texas Boy Who's Quietly Conquering Hollywood en-US. ციტირების თარიღი: October 9, 2025
- ↑ Schaefer, Stephen. (June 28, 2020) Caleb Landry Jones suits up to play real life hero in ‘The Outpost’ en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 7, 2023. ციტირების თარიღი: October 9, 2025
- 1 2 3 4 5 Harvey, Chris (September 19, 1021). „‘It was really lonely’: how Caleb Landry Jones got inside the mind of Australia’s deadliest shooter“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: November 4, 2025.
- ↑ Cotter, Padraig. (2020-01-30) Caleb Landry Jones Roles: Where You Know The Get Out Star en. ციტირების თარიღი: 2025-02-19
- ↑ „Caleb Landry Jones, 'Three Billboards' Salesman, Sees His 'Fat Face' On Screen“. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-02-19.
- ↑ Romney, Jonathan (2017-12-31). „Caleb Landry Jones: 'Working with Frances McDormand terrified me'“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-02-19.
- ↑ „Nitram star Caleb Landry Jones wins best actor award at Cannes for playing Port Arthur killer“. The Guardian (ინგლისური). Australian Associated Press. 2021-07-18. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-02-19.
- ↑ Pedersen, Erik. (June 6, 2025) 'Dracula' Trailer: First Look At Caleb Landry Jones As The Legendary Vampire In Luc Besson's Film.
- ↑ Goodfellow, Melanie. (2024-07-17) Luc Besson Gives A Tour Of His 'Dracula: A Love Tale' Set, Talks New Muse Caleb Landry Jones & Rewatching His "Mad" Movie 'Valerian'; First Look Revealed en-US. ციტირების თარიღი: 2025-02-19
- ↑ Freedman, Pete (2009-08-05). „Luc Besson Gives A Tour Of His 'Dracula: A Love Tale' Set, Talks New Muse Caleb Landry Jones & Rewatching His "Mad" Movie 'Valerian'; First Look Revealed“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 2025-02-19.
- ↑ Murray, Robin. (March 4, 2020) Listen: Caleb Landry Jones—'All I Am in You / The Big Worm' en. ClashMusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2023. ციტირების თარიღი: May 26, 2023
- ↑ Norris, John (April 30, 2020). „Why Caleb Landry Jones Is Channeling John Lennon In Marie Antoinette Drag on His Musical Debut“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2020. ციტირების თარიღი: May 5, 2020.