გულდა კალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კალაძე, გულდა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალაძე.

გულდა კარლოს ძე კალაძე (დ. 29 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 15 აგვისტო, 1974, იქვე) — ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო მრავალფეროვანი შემოქმედი. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვნის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა, დახვეწილი პროპორციები: ასეთებია — „ყურძნის მტევანი“, „განთიადი“, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისათვის შექმნილი სკულპტურული ჯგუფი „ოჯახი“, მონუმენტური რელიეფი სასტუმრო „ივერიისათვის“, კავკასიის გმირული დამცველებისათვის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში დადგმული მემორიალური ანსამბლი (საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია).

უნდა აღინიშნოს მხატვრის ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. მან დაასურათა 30-მდე წიგნი, დაგვიტოვა რამდენიმე ათეული ფერადი, 300-მდე შავ-თეთრი და შერეული ტექნიკით შესრულებული ილუსტრაცია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 200, თბ., 1994