კალაურის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალაურის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის სამხრეთ–აღმოსავლეთ, განაპირას. აგებულია 2006–2007 წლებში, ნაეკლესიარზე, სოფლის მკვიდრის ალ. ნაპირელის თაოსნობითა და სახსრებით.

ეკლესია დარბაზულია (7x5 მ), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით, გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით, დასავლეთიდან მიდგმული აქვს გეგმით კვადრატული (2x2 მ), ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომლებსაც კრამტის ორფერდა სახურავი ხურავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]