კალამიტისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალამიტისნაირნი (ლათ. Calamitales) — გადაშენებულ მცენარეთა რიგი. გარეგნულად წააგავდნენ გიგანტურ შვიტებს. მათგან განსხვავებით კალამიტისნაირთ მძლავრად განვითარებული მეორეული მერქანი ჰქონდათ, მაგრამ ადრეულად დაშლილი გულგულის ადგილას მათ ღეროშიც დიდი ღრუ იყო.

კალამიტისნაირთა ძირითადი გვარილათ. Calamites — 3 ქვეგვარისაგან შედგება. პრიმიტიული კალამიტისნაირნი (ოსტეროკალამიტები) წარმოიშვნენ დევონური პერიოდის ბოლოს დაკარბონულის შუა პერიოდში შეიცვალნენ ნამდვილი კალამიტისნაირით, რომლებიც შემდეგ პერმულ პერიოდში გადაშენდნენ. კალამიტისნაირნი ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული ტროპიკული ზონის დაბლობებსა და დაჭაობებულ ადგილებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]