შინაარსზე გადასვლა

კალაბაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კალაბაკა
ბერძ. Καλαμπάκα
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 39°42′16″ ჩ. გ. 21°37′37″ ა. გ. / 39.70444° ჩ. გ. 21.62694° ა. გ. / 39.70444; 21.62694
ფართობი 1.650 კმ²
ცენტრის სიმაღლე 237 მეტრი
მოსახლეობა 8 372 (2021),
7 235 (2001),
6 015 (1991),
8 330 (2011)
სატელეფონო კოდი 2432
საფოსტო ინდექსი 42200
ოფიციალური საიტი https://www.kalampaka.com
კალაბაკა — საბერძნეთი
კალაბაკა

კალაბაკა (ბერძ. Καλαμπάκα) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი თესალიაში, საბერძნეთი. მოსახლეობა 2021 წლის აღწერით შეადგენდა 11 492 ადამიანს, საიდანაც 8 573 ცხოვრობდა თვითონ ქალაქში.[1] ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მეტეორას მონასტრები. კალაბაკა წარმოადგენს ძველი თესალიის რკინიგზის ჩრდილო-დასავლეთ ტერმინალს, რომელიც ამჟამად საბერძნეთის რკინიგზის ორგანიზაციის ნაწილია.

ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის (წმინდა იოანე ნათლისმცემლის) კედელზე არსებული ბერძნული წარწერა მოწმობს ძველი ბერძნული დასახლების არსებობას სახელით აიგინიონი.

X საუკუნეში ის ცნობილი იყო როგორც სტაგოი (Σταγοί), ბიზანტიური ციხესიმაგრე და საეპისკოპოსო (ეს სახელი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ კვლავ გამოიყენება ქალაქისთვის). მისი შუასაუკუნეების ძეგლებიდან მხოლოდ კათედრალი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია გადარჩა. ეს იყო გვიანი XI ან ადრეული XII საუკუნის ნაგებობა, აშენებული უფრო ადრეული, გვიანი ანტიკური ეკლესიის ნანგრევებზე.[1] ძველი ბერძნული ტაძრის ნაშთები (სავარაუდოდ ღმერთი აპოლონის) ჩართულია ქალაქის უძველესი და ყველაზე ცნობილი ეკლესიის კედელში, რომელიც ღვთისმშობელს ეძღვნება.

სტაგოი პირველად მოხსენიებულია დიატიპოსისში, რომელიც დაწერილია ბიზანტიის იმპერატორის ლეონ VI ბრძენის მიერ (886-912 წწ.). 1163 წელს არსებობდა მინიშნება სტაგოის ციხესიმაგრეზე. 1204 წელს სტაგოი ეპირის დესპოტატის დაქვემდებარებაში მოექცა. XII საუკუნის ბოლოს ნეოპატრიის საჰერცოგოს დაექვემდებარა. 1334 წელს კვლავ დაიპყრო ეპიროსის დესპოტმა, იოანე II ორსინიმ და მალევე კვლავ ბიზანტიის იმპერიის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1348 წელს იგი დაიპყრეს სტეფან დუშანის სერბებმა. ქალაქის განვითარებამ პიკს მიაღწია მეფე სიმეონ უროშის მმართველობის დროს. როდესაც ოსმალებმა დაიპყრეს თესალია, კალაბაკა ლარისას ფაშის, ხოლო შემდგომში ტრიკალის სანჯაყის ადმინისტრაციული მმართველობის ქვეშ მოექცა.[2]

ქალაქი მდებარეობს მეტეორის მასივის ძირში, ქვიშაქვის გამონაშვერების რეგიონში, რომელიც წარმოიქმნა გადამკვეთი რღვევების გასწვრივ გამოფიტვის შედეგად ჩასიას მთების მთისწინეთში, თესალიასა და მაკედონიას შორის. აშკარაა, რომ ძველი დელტა გამაგრდა და ამაღლდა რეგიონის ოროგენეზისის დროს მაღალი ხარისხის რღვევებით. დრენაჟი ხდებოდა მდინარე პინიოსის ხეობაში.

მეტეორას მთელი მასივი ეკუთვნის ერთ მუნიციპალურ ერთეულს, კალაბაკას. ქალაქი მდებარეობს მასივის ძირში, მასივის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, რომელიც მოქცეულია მდინარის მარცხენა, ანუ ჩრდილოეთ ნაპირზე, სადაც მდინარე მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მუნიციპალური ერთეული კალაბაკა შედგება რამდენიმე დასახლებისგან და თემისგან, რომლებიც სოფლების სახელს ატარებენ. დანარჩენი შვიდი მუნიციპალური ერთეული ესაზღვრება კალაბაკას, მაგრამ არ მდებარეობს მასივში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kazhdan, Alexander, რედ. (1991), Oxford Dictionary of Byzantium, Oxford University Press, p. 1941, ISBN 978-0-19-504652-6
  2. Kastraki / Kalambaka – old city core at Meteora. ციტირების თარიღი: 2024-09-30