ნოდარ კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაკაბაძე, ნოდარ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.

ნოდარ მეთოდეს ძე კაკაბაძე (დ. 23 სექტემბერი, 1923, თბილისი — გ. 23 სექტემბერი, 2007, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, გერმანისტი და პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). ეკუთვნის ნაშრომები ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე („კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში“, 1963, თანაავტორი ნ. რუხაძე; „საქართველოს რეცეფცია გდრ-ის ლიტერატურაში“, 1978; „ფიქრები საქართველოს შესახებ“, 1979, რუსულ ენაზე; „შოთა რუსთაველი და ვოლფრამ ფონ ეშენბახი“, 1980, გერმანულ ენაზე და სხვა). იკვლევს ჰაინრიხ მანისა და თომას მანის შემოქმედებას („ჰაინრიხ მანის ცხოვრება და შემოქმედება“, 1956; "თომას მანი", 1967; "თომას მანი და ნიცშე", 1971, რუსულ ენაზე; „თომას მანი და დოსტოევსკი“, 1976, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე; „თომას მანის რომანების ძირითადი თავისებურებანი“, 1978, გერმანულ ენაზე და სხვა). ეკუთვნის აგრეთვე „ნარკვევები XX საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან“ (1964), „პორტრეტები და სილუეტები“ (1973) და სხვა. ქართულ ენაზე თარგმნა ანა ზეგერსის, ერვინ შტრიტმატერის, ფრანც კაფკას, ნელი ზაქსის, ინგებორგ ბახმანისა და სხვათა ნაწარმოებები.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]