კაიშაურნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიშაურნის კოშკი, სამების კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნის აღმოსავლეთით, კაიშაურნის ველზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (7,2 x 4,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, სწორი კედელი და კუთხეები - ტლანქად დამუშავებული მოზრდილი ქვებით. კოშკი დანგრეულია, შემორჩენილია მისი მხოლოდ ერთი სართული. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. შესასვლელი სწორ კედელშია, მიწის დონიდან 4,5 მეტრ სიმაღლეზე. სწორკუთხა კარის გარეთა კუთხეებისა და გადახურვის ნაწილი მონგრეულია. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია სართულშუა ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. კოშკის ირგვლივ ნაგებობათა ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]