კაიროს წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარი
იერსახე
კაიროს წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარი — კოპტური ეკლესია. მდებარეობს აბასიაში, კაიროს ერთ-ერთ რაიონში. წარმოადგენს კოპტური ეკლესიის პაპის რეზიდენციას. აშენდა პაპ კირილე VI-ის დროს და მანვე გახსნა 1969 წელს.
საკათედრო ტაძარი მარკოზ მახარებლის სახელობისაა, რომელიც ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულთაგანია და კოპტური ეკლესიის დამაარსებლად ითვლება. მისი რელიკვიები ტაძარში ინახება. ეკლესია აფრიკასა[1] და ახლო აღმოსავლეთში უდიდესი საკათედრო ტაძარია.
აგებულია კოპტურ არქიტექტურულ სტილში.[2][3] იტევს 5000 მომლოცველს.[4] აქაა დასვენებული ათანასე I-ის სხეულის ნაწილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ↑ Churches in Egypt. Egyptvoyager.com. ციტირების თარიღი: 6 May 2009.
- ↑ Cathedral of Abbasiya - Coptic Cairo. Memphis Tours Egypt.
- ↑ Helloegypt დაარქივებული 16 August 2007 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Old Cairo and Roda Island. Footprinttravelguides.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 28 September 2012.