კაიო-ლარგო-დელ-სური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაიო-ლარგო-დელ-სური
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 21°38′ ჩ. გ. 81°28′ დ. გ. / 21.633° ჩ. გ. 81.467° დ. გ. / 21.633; -81.467
სიგრძე 25 კმ
სიგანე 3 კმ

კაიო-ლარგო-დელ-სური (ესპ. Cayo Largo del Sur) — მცირე კუნძული კარიბის ზღვაში, ლოს-კანარეოსის არქიპელაგში. სიგრძე 25 კმ, სიგანე 3 კმ. 1494 წელს კუნძული მოინახულა ქრისტეფორე კოლუმბმა. მოგვიანებით კუნძულზე გარკვეული დროით გაჩერდა ფრენსის დრეიკი. მეკობრეები კაიო-ლარგო-დელ-სურს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ როგორც თავშესაფარსა და ბაზას. პლაჟი და მცენარეულობა ხელს უწყობს დაივინგის განვითარებას. დღეისათვის წარმოადგენს კურორტს. გეოლოგიურ აგებულებაში ჭარბობენ კირქვები. კუნძულის სიახლოვეს მრავლადაა მარჯნის რიფები. სანაპირო წყლები სუფთაა, განვითარებულია თეთრი პლაჟი. კუნძულის ჩრდილოეთით არის მანგროვიანები.

კაიო-ლარგო-დელ-სურზე მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი — ვილო აკუნიას აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]