კაიმაღი

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search

კაიმაღი — რძის პროდუქტი, რომელიც კრემის მსგავსია. დამზადებულია კამეჩის, ძროხის, ცხვრის, ან თხის რძისგან. გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ კავკასიის ქვეყნებში, თურქულ რეგიონებში, ირანსა და ავღანეთში. კაიმაღის დამზადების ტრადიციული მეთოდია: რძე ნელ-ნელა მოადუღოთ, შემდეგ კი ორი საათით გააჩეროთ ძალიან დაბალ სითბოზე. სითბოს წყაროს გათიშვის შემდეგ, კრემი ურიეთ და რჩება გასაცივებლად, რამდენიმე საათის ან ზოგჯერ დღის განმავლობაში. კაიმაღს აქვს რძის ცხიმის მაღალი პროცენტი, ჩვეულებრივ იგი, დაახლოებით 60%-მდეა. მას აქვს სქელი, ნაღების თანმიმდევრულობა (არა მთლიანად კომპაქტური რძის ცილის ბოჭკოების გამო) და საკმაოდ მდიდარი და გამორჩეული გემო.

ეტიმოლოგია[edit | edit source]

სიტყვა კაიმაღს აქვს შუა აზიის, თურქული წარმოშობა. შესაძლოა აღნიშნული სიტყვა წარმოიქმნა ზმნიდან კაიმაკიდან, რაც ნიშნავს მეტალის დნობასა და ჩამოსხმას თურქულ ენაზე. კაიმაკის სიტყვის პირველი წერილობითი ჩანაწერები ცნობილია მაჰმუდ ალ-კაშგარის ცნობილ წიგნში. აღნიშნული სიტყვა სხვა ენებშიც გვხვდება მონღოლური კაილგმაკი, ხოლო თურქული ენების მცირე ცვალებადობებით, როგორც ქაიმაკი აზერბაიჯანში, ყაიმაკი უზბეკური, გაიმაყ თურქმენულ, კაიმაღი ქართულში.

თურქეთი[edit | edit source]

თურქეთში მდებარე მაღაზიები საუკუნეების განმავლობაში ეძღვნებოდა სწორედ კაიმაკის წარმოებასა და მოხმარებას. დღეს კაიმაკს ძირითადად, საუზმეზე იყენებენ ტრადიციულ თურქულ ოჯახში. კაიმაკის ერთი ტიპი გვხვდება აფროკარაჰიზარის რეგიონში, სადაც კამეჩი იკვებება ყაყაჩოს თესლის ნარჩენებისგან. კაიმაკს ასევე "შავ" თურქული ყავაში იყენებენ. კაიმაკი ტრადიციულად მიირთმევა ბაკლავასთან და სხვა თურქულ დესერტთან, ხილის მურაბასთან, ჯემთან და ასევე თაფლიან ბლინებთან.

ერაყი[edit | edit source]

ერაყში მას უწოდებენ გაიმარს, გეიმარს ან ქაიმარს და საკმაოდ პოპულარულია. აღნიშნული სახელწოდება სავარაუდოდ გამომდინარეობს ძველი შუმერული სიტყვიდან "გამური" ან გა'არ, რომელიც ყველს ნიშნავს. ჩვეულებრივ, ერაყის გაიმარი მზადდება კამეჩის მდიდარი, ცხიმოვანი რძისგან, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ერაყის ჭაობებში. ის ხელმისაწვდომია როგორც წარმოებული ქარხნული, ასევე ადგილობრივი მეწარმეების (ფერმერების) დამზადებული. მათ ფერმერებს, ვინც ქაიმარის წარმოებით არიან დაკავებულნი, აბანები ან მადანებით მოიხსენიებენ. ერაყელებს უყვართ გაიმარი საუზმეზე და ძირითადად მიირთმევენ თაფლთან, ჯემთან და ტრადიციულ პურთან ერთად.

საქართველო[edit | edit source]

საქართველოში აჭარის რეგიონს, ესაზღვრება თურქეთი. სწორედ თურქებისგან გავრცელდა ეს საკვები საქართველში. კაიმაღი ან კაიმაგი, ძროხის რძისაგან მზადდება ქედის, შუახევისა და ხულოს მთიან მუნიციპალიტეტებში მდებარე სახლებში. ის ერთ-ერთ პოპულარულ საკვებად მიიჩნევა გურიასა და აჭარაში. საკმაოდ პოპულარულია ბახმაროსა და გომისმთაზე დამსვენებელთა შორის. მას ვინც ახდენს აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციას დოსტი ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში[edit | edit source]