შინაარსზე გადასვლა

კაიენას ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის გვიანა
კაიენას ოლქი
ფრანგ. Arrondissement de Cayenne
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ადმ. ცენტრი კაიენა
შიდა დაყოფა Canton of Approuague-Kaw, Canton of Cayenne Nord-Ouest, Canton of Cayenne Nord-Est, Canton of Cayenne Sud-Est, Canton of Cayenne Sud-Ouest, Canton of Iracoubo, Canton of Kourou, Canton of Macouria, Canton of Rémire-Montjoly, Canton of Roura, Canton of Saint-Georges-de-l'Oyapock, Canton of Sinnamary, Canton of Montsinéry-Tonnegrande, Canton of Cayenne Centre, Canton of Cayenne Sud და Canton of Matoury
კოორდინატები 4°55′00″ ჩ. გ. 52°19′00″ დ. გ. / 4.91667° ჩ. გ. 52.31667° დ. გ. / 4.91667; -52.31667
ფართობი 17 351 კმ²
მოსახლეობა 181 303 კაცი (2022)
სიმჭიდროვე 10,45 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-03:00

კაიენას ოლქი (ფრანგ. Arrondissement de Cayenne) — ოლქი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ საფრანგეთის გვიანაში. ოლქი შედგება 10 კომუნისაგან.[1] მოსახლეობის რაოდენობა 2021 წელს შეადგენდა 180 493 ადამიანს, ფართობი — 17 029 კმ².[2] ფართობის მიხედვით ეს ყველაზე უფრო პატარა ოლქია საფრანგეთის გვიანის სამი ოლქიდან, მაგრამ იგი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულია.

№კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2022)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
     კაიენას ოლქი
13რურაRoura3902,5033820,87
14სენ-ელიSaint-Élie5680,001570,03
15ირაკუბოIracoubo2762,0016850,61
16სინამარიSinnamary1340,0028012,1
17კურუKourou2160,0024 47011,0
18მაკურიაMacouria377,5018 80750,0
19მონსინერი-ტონეგრანდეMontsinéry-Tonnegrande600,0034575,8
20მატურიMatoury137,1935 551259,0
21კაიენაCayenne23,6063 9562710,0
22რემირ-მონჟოლიRemire-Montjoly46,1127 037586,0

კაიენას ოლქი, რომელიც მოიცავს საფრანგეთის გვიანის სანაპირო ზოლს, შეიქმნა 1947 წელს.[3] 1969 წელს ინინის ოლქი, რომელიც მოიცავდა საფრანგეთის გვიანის შიდა ტერიტორიას, გაუქმდა და საფრანგეთის გვიანის ტერიტორია გაიყო კაიენას ოლქსა და ახალ სენ-ლორან-დიუ-მარონის ოლქს შორის.[4]

2015 წლამდე საფრანგეთის გვიანის ოლქები დაყოფილი იყო კანტონებად. 2015 წლის იანვრის მდგომარეობით კაიენის ოლქში იყო 16 კანტონი.[5]

2022 წლის 26 ოქტომბრის სამთავრობო დადგენილებით ოთხი კომუნა სენ-ჟორჟი, კამოპი, უანარი და რეჟინა გამოეყო კაიენას ოლქს და შეიქმნა ახალი სენ-ჟორჟის ოლქი.[6]