შინაარსზე გადასვლა

კათრინ ო'ჰარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კათრინ ო'ჰარა (2005)
დაბადების თარიღი 4 მარტი, 1954
ტორონტო, კანადა
საქმიანობა მსახიობი

კათრინ ო'ჰარა (Catherine Anne O'Hara[1] დ. 4 მარტი, 1954) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და სცენარისტი წარმოშობით კანადიდან. იგი ცნობილია თავისი კომედიური ნამუშევრებით „Second City Television“ (1976–1984) და „Schitt's Creek“ (2015–2020) და ფილმებში, როგორიცაა „სამსახურის შემდეგ“ (1985), „ბიტლჯუსი“ (1988) და მისი გაგრძელება „ბიტლჯუსი ბიტლჯუსი“ (2024), „მარტო სახლში“ (1999) და გაგრძელება „მარტო სახლში 2: დაკარგული ნიუ იორკში“ (1992). მან ითამაშა ასევე პაროდიულ ფილმებში, რომლის სცენარი და რეჟისურა კრისტოფერ გესტს ეკუთვნის. ესენია: „გაფმანის მოლოდინში“ (1996), საუკეთესო შოუში (2000), „ძლევამოსილი ქარი“ (2003) და „თქვენი ყურადღებისთვის“ (2006).

1982 წელს ო'ჰარამ მოიპოვა პრაიმტაიმის ემის პრემია საუკეთესო სერიალის სცენარისთვის, ასევე კანადის უმაღლესი ნაციონალური კინოპრემია „Genie“ საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში. 1999 წლის ფილმისთვის The Life Before This, და იყო ნომინირებული Emmy- ზე 2010 წლის სატელევიზიო ფილმისთვის Temple Grandin. 2015 წლიდან 2020 წლამდე მან ითამაშა მოირა როუზის როლი CBC-ის სიტკომში „Schitt's Creek“. ამ როლის შესრულებისთვის მოიპოვა პრაიმტაიმის ემის პრემია და ოქროს გლობუსი.

კათრინ ო'ჰარა დაიბადა 1954 წლის 4 მარტს,[2] და ის გაიზარდა ტორონტოში (ონტარიო), შვიდი შვილიდან მეექვსე იყო. ის ირლანდიური წარმოშობისაა[3] და ზრდიდნენ კათოლიკედ. [4]

კათრინი არის მუსიკოსისა და მსახიობის მერი მარგარეტ ო'ჰარას უფროსი და.

ო'ჰარამ კომედიური კარიერა 1974 წელს დაიწყო, „The Second City“-ის (SCTV) მსახიობთა შემადგენლობაში მის მშობლიურ ქალაქ ტორონტოში.[5] ის იყო გილდა რედნერის შემცვლელი მანამ, სანამ რედნერი არ გადავიდა „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“.[6] [7] ორი წლის შემდეგ, ამ მსახიობთა ჯგუფმა შექმნა SCTV-ის სკეტჩ-კომედიური შოუ, სადაც ო'ჰარა რეგულარულად გამოდიოდა. [6] 1970-იანი წლების ბოლოს მან უზრუნველყო რამდენიმე მულტფილმის გახმოვანება, რაც გაგრძელდა მთელი მისი კარიერის განმავლობაში. 1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც SCTV ქსელურ გარიგებებში იყო, ის დაიქირავეს ენ რისლის შემცვლელად, როდესაც შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“ გადაცემის რეორგანიზაცია მოხდა 1981 წელს. თუმცა, მან დატოვა გადაცემა ეთერში გამოჩენამდე და არჩია SCTV- ში დაბრუნება, როდესაც გადაცემამ NBC-თან გააფორმა ხელშეკრულება. [8] [9]

ო'ჰარამ კარიერა ტელევიზიით დაიწყო, SCTV-ის გარდა, 1970-იანი წლების შუა ხანებში. იგი პირველად გამოჩნდა ტელევიზორში მცირე როლში, როგორც მოახლე, 1975 წელს, ვეინისა და შუსტერის სპეციალურ გადაცემაში CBC-ზე. იგი გამოჩნდა 1976 წლის სატელევიზიო ფილმში „The Rimshots“, საბავშვო სატელევიზიო სერიალში „Coming Up Rosie“ ერთ სეზონში (1976–77) და სატელევიზიო გადაცემებში. მისმა გამოსვლებმა SCTV- ზე, რომელიც ადგილობრივ ეთერში გადაცემით დაიწყო სამხრეთ ონტარიოში 1976 წლის შემოდგომაზე, პოპულარობა მოიპოვა კანადაში. შოუ თანდათან ქმნიდა ეროვნულ და შემდეგ საერთაშორისო მიმდევართა სინდიკატებს. ო'ჰარამ გარკვეული დროით დატოვა SCTV, გამოტოვა 1980–81 წლების სეზონი, მაგრამ დროულად დაბრუნდა შოუში მისი NBC სატელევიზიო ქსელთან მიერთების მომენტში, როდესაც იგი ცნობილი გახდა, როგორც „SCTV Network 90“. ო'ჰარას, როგორც სცენარისტს, შოუში მუშაობამ ემის ჯილდო გამორჩეული მწერლობისთვის და ემის ორი ნომინაცია მოუტანა. მან კვლავ დატოვა SCTV მეხუთე სეზონის დაწყებამდე 1982 წელს, მაგრამ დაბრუნდა ეპიზოდური გამოსვლებისთვის შოუს დასრულებამდე (1984).

ო'ჰარა გამოჩნდა უამრავ სატელევიზიო სერიალში და სატელევიზიო ფილმში და აგრძელებს მუშაობას ტელევიზიაში. იგი მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად Dream On და The Outer Limits, 60-იანი წლების ამავე სახელწოდების სერიების აღორძინებაში. ო'ჰარა მონაწილეობდა ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის Six Feet Under და Curb Your Enthusiasm. 2008 წლის მაისში გამოცხადდა, რომ მან ხელი მოაწერა მონაწილეობას ABC-ის მომავალ დრამაში Good Behavior. [10] ო'ჰარას როლმა 2010 წლის სატელევიზიო ფილმში Temple Grandin მოიპოვა მისი სამი ნომინაცია: პრაიმტაიმის ემის ჯილდო, პრემია „სატელიტი“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ო'ჰარას ვარსკვლავი კანადის დიდების ხეივანში

ო'ჰარას კინოში წარმატებული კარიერა აქვს. მისი დებიუტი შედგა 1980 წლის ფილმში Double Negative, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მისი SCTV-ის თანავარსკვლავები ჯონ ქენდი, ევგენი ლევი და ჯო ფლაჰერტი. [11] 1980-იან და 1990-იან წლებში ო'ჰარამ ბევრ მეორეხარისხოვან როლში ითამაშა, მათ შორის მარტინ სკორსეზესსამსახურის შემდეგ“ (1985) და მაიკ ნიკოლსის „ეჭვიანობა“ (1986). იგი გამოჩნდა დელია დიცის როლში საშინელებათა კომედიურ ფილმში ბიტლჯუსი (1988). 1990 წელს ო'ჰარამ შეასრულა როლები ფილმებში „დიკ ტრეისი“ და „ბეტსის ქორწილი“. შემდეგ მან ითამაშა ქეით მაკკალისტერის როლში ბლოკბასტერულ კომედიურ ფილმში „მარტო სახლში“ (1990) და მის გაგრძელებაში „მარტო სახლში 2: დაკარგული ნიუ იორკში“ (1992). 1992 წელს ო'ჰარა გამოჩნდა ასევე კომედიაში „There Goes the Neighborhood“.

მსახიობმა განაგრძო გაგადაღება ბევრ ფილმში 1990-იან წლებში და XXI საუკუნის დასაწყისში. მან მიიღო როლები კრისტოფერ გესტის ოთხ ფილმში, რომელთაგან სამმა მოუტანა ჯილდოები და ნომინაციები: „გუფმანის მოლოდინში“ (1996), „საუკეთესო შოუში“ (2000), „ძლიერი ქარი“ (2003) და „შენი განხილვისთვის“ (2006). მისმა როლმა 1999 წელს ფილმში The Life Before This მოიპოვა Genie-ს ჯილდო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

2004 წელს ო'ჰარა გამოჩნდა ჯიმ კერისთან ერთად კინო-ზღაპარში „ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა“, ხოლო 2006 წელს მან ითამაშა კრისტინა რიჩისთან ერთად ფანტასტიკურ ფილმში „პენელოპა“. მსახიობი ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმებს. მათ შორის: „კოშმარი შობის წინ“ (1993), ბარტოკი დიდებული (1999), „ნახევარქათამა“ (2005), „ტყის საძმო“ (2006), „მონსტრის სახლი“ (2006), „ძმა დათვი 2“ (2006), „სად არიან ველურები“ (22009), „ფრანკენუინი“ (2209). „ადამსების ოჯახი“ (2019), „ველური რობოტი“ (2024) და სხვა.[12]

კათრინი გამოჩნდა დოქტორ ჯორჯინა ორუელის როლში Netflix-ის კომედიურ-დრამატული სერიალის A Series of Unfortunate Events-ის პირველ სეზონში, რომლის პრემიერა შედგა 2017 წელს.[13] ფილმის ორი ეპიზოდის რეჟისორი იყო მისი ქმარი ბო უელჩი, რომელიც სერიალის პროდიუსერად მუშაობდა. ის იყო ერთადერთი მსახიობი 2004 წლის ფილმის ადაპტაციიდან, რომელიც გადაიღეს სერიალშიც.

იგი ჩნდება კიდევ ერთი კანადური სკეტჩ-კომედიის „ბავშვები დარბაზში“ აღორძინებაში, მის მეორე ეპიზოდში, როგორც შარლინი, ბავშვების მეგობარი დარბაზში.[14] 2024 წელს ო'ჰარამ ხელახლა შეასრულა დელია დიცის როლი „ბიტლჯუსის“ გაგრძელებაში, „ბიტლჯუსი ბიტლჯუსი“.[15]

ო'ჰარა უელჩთან ერთად 2024 წელს

ო'ჰარამ გაიცნო დამდგმელი მხატვარი ბო უელჩი „ბიტლჯუსის“ გადასაღებ მოედანზე.[16] ისინი დაქორწინდნენ 1992 წელს და ჰყავთ ორი ვაჟი, მეთიუ (დ. 1994) და ლუკა (დ. 1997).[17][18] მისი და არის ავტორ-შემსრულებელი მერი მარგარეტ ო'ჰარა; კათრინი თავადაც ავტორ-შემსრულებელია, რომელმაც დაწერა და შეასრულა სიმღერები კრისტოფერ გესტის ფილმში „A Mighty Wind“.

2021 წელს ო'ჰარა დასახელდა ბრენტვუდის (რაიონი ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში) საპატიო მერად.[19]

მას აქვს ორგანოების ტრანსპოზიცია, მდგომარეობა, როდესაც ძირითადი შინაგანი ორგანოები შებრუნებულია მათი ნორმალური პოზიციიდან.[20]

ო'ჰარა მჭიდრო მეგობრობას ინარჩუნებს ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავ - მაკოლეი კალკინთან და მისივე თხოვნით, ესწრებოდა, როდესაც კალკინმა მიიღო თავისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. [21]

მას აქვს ორმაგი მოქალაქეობა: კანადის და აშშ-ის.[22]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ms. Catherine O'Hara (September 19, 2022). ციტირების თარიღი: September 19, 2022
  2. Catherine O'Hara. ციტირების თარიღი: September 21, 2020
  3. Onstad, Katrina (April 12, 2005)„Inductee: Mary Margaret O'Hara“. CBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 19, 2017. ციტირების თარიღი: October 14, 2011.
  4. „Proust Questionnaire: Catherine O'Hara“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 20, 2017. ციტირების თარიღი: November 20, 2016.
  5. The Second City. secondcity.com. ციტირების თარიღი: October 14, 2011
  6. 6.0 6.1 Lidz, Franz (October 13, 1986). „Once the Comedy Queen of SCTV, Reclusive Catherine O'Hara Swears She Isn't Just Lying Down on the Job“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2018. ციტირების თარიღი: May 27, 2018.
  7. Kavner, Lucas (February 10, 2015). „Catherine O'Hara and Eugene Levy on Their Onscreen Romances and More Than 40 Years of Comedy Together“. Vulture. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2018. ციტირების თარიღი: May 27, 2018.
  8. „Catherine The Great“. thestar.com. Toronto. June 2, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2011. ციტირების თარიღი: October 14, 2011.
  9. SCTV Shoots For First. rickmoranisfanpage.com. ციტირების თარიღი: October 14, 2011
  10. Waldman, Allison (May 2, 2008) Oh, good! Catherine O'Hara to star in ABC pilot. aoltv.com. ციტირების თარიღი: October 14, 2011 Catherine O'Hara to star in ABC pilot
  11. Catherine O'Hara. ციტირების თარიღი: May 27, 2018
  12. Milligan, Mercedes. (November 26, 2018) Martin Short & Catherine O'Hara Join 'Addams Family' Cast. ციტირების თარიღი: August 6, 2019
  13. Sean Fitz-Gerald. (January 13, 2017) Every 'A Series of Unfortunate Events' Actor You Need to Know About. Thrillist. ციტირების თარიღი: January 9, 2019
  14. It's Head-Crushing Time! Prime Video Announces the Premiere Date and Trailer Release for Canadian Amazon Original Series The Kids in the Hall (April 13, 2022). ციტირების თარიღი: April 13, 2022
  15. Rosenbloom, Alli. (November 30, 2023) Tim Burton says 'Beetlejuice 2' has officially wrapped production. CNN. ციტირების თარიღი: December 1, 2023
  16. „How The Creative And Unusual World Of Tim Burton's 'Beetlejuice' Became A Beautiful Reality“. UPROXX (ინგლისური). May 4, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 September 2017. ციტირების თარიღი: September 8, 2017.
  17. Catherine O'Hara's Kids Are 'Funny' Like Their Mom! Meet Matthew and Luke (March 4, 2021). ციტირების თარიღი: November 1, 2021
  18. Catherine O'Hara. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: 12 August 2010
  19. „Catherine O'Hara Named Honorary Mayor of Brentwood“ (ინგლისური). February 4, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 9, 2021. ციტირების თარიღი: July 6, 2021.
  20. Wow! Catherine O'Hara's heart and organs are flipped! 1:0001. Situs Inversus w/ Katherine Hall (July 7, 2021).
  21. Macaulay Culkin Wipes Away Tears as He Reunites with 'Home Alone' Mom Catherine O'Hara at Walk of Fame Ceremony. ციტირების თარიღი: January 22, 2024
  22. O'Hara, Catherine (4 May 2016). „Samantha Bee“. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2021. ციტირების თარიღი: 5 September 2021.