კათოლიკე მონარქები

კათოლიკე მონარქები — კასტილიის დედოფალ ისაბელა I-ისა (მმართ. 1474-1504 წწ.)[1] და არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის საერთო სახელწოდება (მმართ. 1479-1516 წწ.), რომელთა ქორწინებამ და ერთობლივმა მმართველობამ ესპანეთის დე ფაქტო გაერთიანება მოახდინა..[2] ისინი ორივე ტრასტამარას დინასტიიდან და მეორე ხაზის ბიძაშვილები იყვნენ, რადგან ხუან I კასტილიელის შთამომავლები იყვნენ; ამ სისხლით ნათესაობის დაბრკოლების მოსახსნელად, რაც სხვა შემთხვევაში მათ ქორწინებას კანონიკური სამართლის თანახმად შეუშლიდა ხელს, მათ სიქსტუს IV-სგან პაპის დისპენსაცია მიიღეს. ისინი დაქორწინდნენ 1469 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ვალიადოლიდში. ისაბელა 18 წლის იყო, ხოლო ფერდინანდი ერთი წლით უმცროსი. მეცნიერთა უმეტესობა ზოგადად თანხმდება, რომ ესპანეთის გაერთიანება არსებითად ფერდინანდისა და ისაბელას ქორწინებას უკავშირდება. მათი მეფობა უილიამ პრესკოტმა დაახასიათა როგორც „ესპანეთის მატიანეებში ყველაზე დიდებული ეპოქა“.[3]
ესპანეთი ჩამოყალიბდა როგორც ორი გვირგვინის დინასტიური კავშირი და არა როგორც უნიტარული სახელმწიფო, რადგან კასტილია და არაგონი ცალკე სამეფოებად დარჩნენ 1707-1716 წლების ნუევა-პლანტას დეკრეტებამდე. ფერდინანდისა და ისაბელას კარი მუდმივად მოძრაობაში იყო, რათა ადგილობრივი ფეოდალი ლორდებისგან გვირგვინისთვის ადგილობრივი მხარდაჭერა გაეძლიერებინათ. „კათოლიკე მეფისა და დედოფლის“ ტიტული ფერდინანდსა და ისაბელას ოფიციალურად უბოძა პაპმა ალექსანდრე VI-მ 1494 წელს,[4] მათ სამეფოებში კათოლიკური რწმენის დაცვის აღიარების ნიშნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Elliott, J.H., Imperial Spain, 1469–1716 (1963; Pelican 1970)
- Edwards, John. Ferdinand and Isabella: Profiles in Power.Pearson Education. New York, New York. 2005. ISBN 0-582-21816-0.
- Edwards, John. The Spain of the Catholic Monarchs. Blackwell Publishers. Massachusetts, 2000. ISBN 0-631-22143-3.
- Kamen, Henry. Spain: 1469–1714 A Society of Conflict. Taylor & Francis. New York & London. 2014. ISBN 978-1408271933 ISBN 1408271931.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Catholic Encyclopedia: Isabella I. Newadvent.org (1910-10-01). ციტირების თარიღი: 2014-03-01
- ↑ Bethany Aram, "Monarchs of Spain" in Iberia and the Americas, vol. 2, p. 725. Santa Barbara: ABC Clio 2006.
- ↑ Elliott, J. H. (2002) Imperial Spain 1469-1716. Penguin UK, გვ. 146. ISBN 978-0-14-192557-8.
- ↑ Kamen, H. (2005). Spain 1469–1714: A Society of Conflict. Routledge:Oxford, გვ. 37.