შინაარსზე გადასვლა

კათოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კათოდი (ძვ. ბერძნ. κάθοδος[kathodos]— „ქვემოთ სვლა“ < κατὰ[kata]— „ქვემოთ“ და ὁδός[hodos]— „გზა“, „მოძრაობა“; სახელწოდება შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა მ. ფარადეიმ, 1834 წელს) — ელექტრონული ან ელექტრონული ხელსაწყოს დადებითი ელექტროდი, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ელექტრონების მოძრაობა გარე წრედში მისკენაა მიმართული.

კათოდი შეიძლება იყოს:

  • ელექტროვაკუუმური ხელსაწყოს ან აირგანმუხტვის იონური ხელსაწყოს ელექტროდი რომელიც ელექტრონების წყაროა. განასხვავებენ თერმოელექტრონულ, ფოტოელექტრონულ, ცივ კათოდებს და სხვა.
  • დენის წყაროს (გალვანური ელემენტის, აკუმულატორის და სხვა) უარყოფითად დამუხტული ელექტროდი (პოლუსი).
  • ელექტროლიტური აბაზანის, ელექტრული რკალისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ელექტროდი, რომელიც დენის წყაროს უარყოფით პოლუსს უერთდება.