შინაარსზე გადასვლა

კაზუო დანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 檀一雄
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1912(1912-02-03)[1]
დაბადების ადგილი ცურუ
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1976(1976-01-02)[1] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიუშუს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
საქმიანობა რომანისტი, მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჯილდოები იაპონური ლიტერატურის დიდი პრემია და იომიურის პრემია
პარტნიორ(ებ)ი კიოკო ირიე და კაძუკო კომორი
შვილ(ებ)ი ფუმი დანი და ტარო დანი

კაზუო დანი (იაპონ. 檀 一雄, დან კაზუო, 3 თებერვალი, 19122 იანვარი, 1976) — გამოჩენილი იაპონელი მწერალი და პოეტი, რომელიც XX საუკუნის იაპონური ლიტერატურის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.[2]

კაზუო დანი დაიბადა იმ ადგილას, რომელიც ახლა წარმოადგენს ცურუს ნაწილს, იამანასის პრეფექტურაში. მისი ოჯახი და საგვარეულო წარმოშობით კიუშუდან იყო. მწერლის მამას ისეთი საქმიანობა ჰქონდა, რომელიც ხშირად მოითხოვდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. ამის გამო ოჯახმა გადაწყვიტა, მცირეწლოვანი შვილი (6 წლის ასაკიდან) თავის ბაბუასა და ბებიასთან გაეგზავნათ. კაზუო დანი სწორედ მათთან გაიზარდა, იანაგავას პრეფექტურაში.

მისი მშობლები განქორწინდნენ, როცა მომავალი მწერალი ცხრა წლის იყო, და შემდგომში იგი მამასთან ერთად აშიკაგაში, ტოტიგის პრეფექტურაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მარტოსულ ცხოვრებას მისდევდა, ბორცვებსა და ველებზე სიარულით დროს ატარებდა, რამაც მოგვიანებით მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.[2]

1928 წელს, 16 წლის ასაკში, კაზუო დანი შევიდა ფუკუოკას საქალაქო საშუალო სკოლაში, სადაც დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა სასკოლო ჟურნალში ლექსების, რომანებისა და პიესების გამოქვეყნებით. 1932 წელს სწავლა განაგრძო პრესტიჟულ ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ეკონომიკის ხარისხი.[2]

სასწავლებლის დასრულების შემდეგ დანიმ მთლიანად მიუძღვნა თავი შემოქმედებით საქმიანობას და 1944 წელს მოიპოვა მნიშვნელოვანი ნომას პრემია, როცა გაზეთის სამხედრო კორესპონდენტად მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იაპონიაში დაბრუნდა და დაქორწინდა იოსოკოზე, იანაგავაში.

ახალდაქორწინებული წყვილი საცხოვრებლად ტოკიოში გადავიდა, სადაც კაზუო დანიმ განაახლა ლიტერატურული საქმიანობა და 1950 წელს მოიპოვა პრესტიჟული ნაოკის პრემია, რომელიც იაპონიაში პოპულარული ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა.

კარიერის განმავლობაში დანი აქტიურად წერდა რომანებსა და ლექსებს, ხშირად მოგზაურობდა საკუთარ ქვეყანასა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: იაპონიაში, ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, რუსეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. საგულისხმოა, რომ 1971-დან 1972 წლამდე მწერალი ცხოვრობდა სანტა-კრუსში, პორტუგალიის ზღვის სანაპიროზე, ტორეს ვედრასის დასავლეთით. მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქუჩაზე, რომელიც ახლა მწერლის პატივსაცემად მის სახელს ატარებს — რუა პროფესორ კაზუო დან, №6.

იაპონიაში დაბრუნების შემდეგ გი დასახლდა მშვიდ ნოკონოშიმას კუნძულზე, ფუკუოკას პრეფექტურაში.

კაზუო დანი გარდაიცვალა 1976 წელს კიუშუს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. გარდაცვალების მიზეზი გახდა ავთვისებიანი სიმსივნე. მწერლის საფლავი მდებარეობს ფუკუგონ-ჯის ბუდისტურ ტაძარში იანაგავაში, ფუკუოკაში.

1975 წელს კაზუო დანიმ მიიღო პრესტიჟული იომიურის პრემია ნაშრომისთვის „კატაკუ ნო ჰიტო". მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად სანტა-კრუსში დგას ძეგლი. და კიდევ ერთი ქანდაკება აღიმართა კუნძულ ნოკონოშიმაზე. გარდა ამისა, მისი პოეტური სტრიქონები ამოტვიფრულია ქვაზე იანაგავას არხების გასწვრივ, რაც მწერლის მუდმივ კავშირს ასახავს ამ ქალაქთან.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 1 2 3 4 Tokubetsu chosha intabyū: Dan Fumi Japanese. Web magajin Gentōsha. ციტირების თარიღი: 16 September 2011.