შინაარსზე გადასვლა

კაზუმა კამაჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 鎌池和馬
დაბადების თარიღი XX საუკუნე
დაბადების ადგილი იაპონია
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი
მოქალაქეობა  იაპონია
Magnum opus „ერთი მაგიური ინდექსი“, „მძიმე ობიექტი“, „სისხლის ნიშნები“
ხელმოწერა
საიტი dengekibunko.jp/author/kamachikazuma/index.html

კაზუმა კამაჩი (იაპონ. 鎌池和馬, Kamachi Kazuma) — ფსევდონიმი იაპონელი ავტორისა, რომელმაც გამოაქვეყნა ლეიტ-ნოველის 100-ზე მეტი ტომი. ის ყველაზე ცნობილია "ერთი მაგიური ინდექსით" (A Certain Magical Index). ჯერ კიდევ 2019 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული ამ ნაწარმოებისა და ჩრდილოეთ ამერიკაში ლიცენზირებული იყო Yen Press-ის მიერ, პირველი რომანით, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის მეოთხე კვარტალში.[1][2]

კაზუმა კამაჩიმ განაცხადა, რომ ბავშვობიდანვე ყოველთვის სურდა, რომანისტი გამხდარიყო და სტუდენტური წლები სწორედ ამ ოცნების განხორციელებაში გაატარა. თუმცა, მისი განზრახვა არასოდეს ყოფილა, ხალხში პოპულარული მწერალი გამხდარიყო. საშუალო სკოლიდან დაწყებული, ნელ-ნელა იწყებდა წერას, მაგრამ მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ დაწერა დასრულებული ტექსტები.[3]

კამაჩიმ წარადგინა თავისი რომანი „შრედინგერის ქალაქი“ (იაპონ. シュレディンガーの街) „დენგეკის“ მე-9ლიტერატურულ პრემიაზე (Dengeki Game Novel Prize), მაგრამ იგი მესამე ეტაპიდან გამოვარდა. ამის მიუხედავად, მისმა ნამუშევარმა მიიპყრო ჯილდოს რედაქტორის, კაზუმა მიკის ყურადღება, რომელმაც მას კიდევ ერთი ნაწარმოების დაწერის შანსი მისცა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კამაჩი და მიკი იცვლიდნენ და განიხილავდნენ სიუჟეტების დომინანტებს, და ბოლოს, დებიუტი შედგა „ერთი მაგიური ინდექსით“, 2004 წლის აპრილში, 6 ან 7 შესწორების შემდეგ. თავდაპირველი ტომი დაიწერა, როგორც სრული ისტორია იმ შემთხვევისთვის, თუ არ გაიყიდებოდა; თუმცა, კარგად გაყიდვის შემდეგ, გადაწყდა, რომ იგი გახდებოდა სერია. „ერთი მაგიური ინდექსი“ მალევე ადაპტირებული იქნა მანგად, შემდეგ — ანიმედ, ფილმად, თამაშებად და ა.შ., რითაც გადაიქცა უკიდურესად პოპულარულ ამბად. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ სერიამ დაამსხვრია მრავალი Dengeki Bunko-ს (სერიის გამომცემლის) რეკორდი, როგორიცაა პირველი სერია, რომელსაც ჰქონდა 1, 2, შემდეგ კი 3 მილიონი ეგზემპლარი ტირაჟში. 2016 წლის აპრილში კამაჩიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს კაზუმა მიკის ახალი კომპანიისთვის, Straight Edge Inc.-ისთვის ექსკლუზიურად წერის შესახებ. 2020 წლის 10 ივლისს ის გახდა Dengeki-ს პირველი მწერალი, რომელმაც გამოაქვეყნა 100 ტომი მათი ქუდის ქვეშ.

კაზუმა კამაჩი აცხადებს, რომ მისი მრავალი დებიუტამდელი ნამუშევარი, მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც მიკის გაუგზავნა, ინახება მის სახლში.[4]

კაზუმა კამაჩის პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ არ არის ცნობილი, იგივე შეიძლება ითქვას იაპონიაში ლეიტ-ნოველების სხვა ავტორებზეც. როგორც ავტორი, ის ცნობილია თავისი წიგნების დაწერისას მდგრადი პროდუქტიულობით, ყოველწლიურად სულ მცირე 3 წიგნს ამადებს გამოსაცემად. 2014 წლის დეკემბრიდან დაწყებული, კაზუმა ყოველთვიურად აქვეყნებს რომანებს 4 განსხვავებული სათაურით, ხოლო მუშაობს 3 განსხვავებულ მანგა სათაურზე.

კაზუმა მიკიმ, „ერთი მაგიური ინდექსის“ სერიის რედაქტორმა, გამოსცა წიგნი და თავი სახელწოდებით „კამაჩი კაზუმა — ლეგენდა“, რომელიც ადასტურებს, ასევე უარყოფს ჭორებს მის შესახებ და საუბრობს მასზე.[5]

კაზუმა კამაჩის ლაიტ ნოველები
სათაური წელი/წლები რაოდენობა შენ.
„ერთი მაგიური ინდექსი“
とある魔術の
2004–2010 25
„მძიმე ობიექტი“
ヘヴィーオブジェクト
2009–2021 20
„ერთი მაგიური ინდექსი: ახალი აღთქმა“
新約 とある魔術の
2011–2019 23
ინტელექტუალურ სოფელში მცხოვრები ზაშიკი-ვარაში
インテリビレッジの座敷童
(ლიტ. „ინტელექტუალური სოფლის ზაშიკი-ვარაში“)
2012–2015 9 [6]
Kantan na Enquete desu
簡単なアンケートです
(ლიტ. „მარტივი გამოკითხვა“)
2012 1
Waltraute-san no Konkatsu Jijou
ヴァルトラウテさんの婚活事情
(ლიტ. „როგორ მივიდა ვალტრაუტე ქორწინებამდე“)
2012 1
Kantan na Monitor desu
簡単なモニターです
(ლიტ. „მარტივი მონიტორინგი“)
2013 1
„სისხლის ნიშნები“
未踏召喚://ブラッドサイン
Mitou Shoukan://Blood Sign
2014–2019 10
Toaru Majutsu no Heavy na Zashiki-warashi ga Kantan na Satsujinki no Konkatsu Jijou
とある魔術のへヴィーな座敷童が簡単な殺人妃の婚活事情
(ლიტ. „როგორ მოუწია მძიმე ზაშიკი-ვარაშის ერთ ჯადოსნურ არსებას მკვლელი პრინცესის ქორწინების თავგადასავალში ჩათრევა“)
2015 1
Saikyou wo Kojiraseta Level Counter Stop Kenseijo Beatrice no Jakuten Sono Na wa "Buu Buu"
最強をこじらせたレベルカンスト剣聖女ベアトリーチェの弱点 その名は「ぶーぶー」
(ლიტ. „ბეატრისის სისუსტე და ბუ ბუ: როცა ყველაზე ძლიერიც კი პრობლემად იქცევა“)
2016–2019 7
„მაგისტელუსის ცუდი მოგზაურობა“
マギステルス・バッドトリップ
2019–2020 3 [7][8][9]
„აპოკალიფსური ჯადოქარი“
アポカリプス・ウィッチ
2019–2022 5
„ერთი ჯადოსნური ინდექსი: გენეზისის აღთქმა“
創約 とある魔術の
2020–დღემდე 11
Shin Kaku Gi Kou to 11-nin no Hakaisha
神角技巧と11人の破壊者
„გოდჰორნ თექი და 11 გამანადგურებელი“
2021 3
„ბნელი მხარის ერთი კონკრეტულ ნივთი“
とある暗部の
Toaru Anbu no Shōjo Kyōsei (Aitemu)
2023 3

გარდა წიგნებისა, აღსანიშნავია კამაჩის მანგები და ვიდეოთამაშები, რმელთა სიაც საკმაოდ შთამბეჭდავიაა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2009 - მე-4 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2010 - მე-9 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2011 - 1-ელი ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2012 - მე-2 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2013 - მე-2 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2014 - მე-3 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2015 - მე-4 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2016 - მე-7 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2017 - მე-3 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"
  • 2019 - მე-9 ადგილი საუკეთესო რომანის სერიაში, "ერთი მაგიური ინდექსი"

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 「第20回電撃大賞」小説大賞、イラスト大賞、学校大賞の3部門で、史上最多応募総数7,523作品! ja. ASCII Media Works (June 7, 2013). ციტირების თარიღი: October 15, 2014.
  2. Yen Press Adds A Certain Magical Index Light Novels. Anime News Network (April 19, 2014). ციტირების თარიღი: April 19, 2014.
  3. „Kazuma Kamachi 15000 Character Interview“. Kyara☆Meru Febri. 4.
  4. Straight Edge's Official Twitter en. ციტირების თარიღი: 2021-06-18
  5. 面白ければなんでもあり 【第二章 『とある魔術の禁書目録』御坂美琴はなぜ短パンを穿いているのか ~つくる(創作術)~】 試し読み ja. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
  6. {{{title}}} (Japanese). ASIN 404865120X. 
  7. マギステルス・バッドトリップ ja. Dengeki Bunko. ციტირების თარიღი: April 22, 2021
  8. マギステルス・バッドトリップ Season 3rd ja. Dengeki Bunko. ციტირების თარიღი: April 22, 2021
  9. Magistellus Bad Trip (light novel). Yen Press. ციტირების თარიღი: 23 May 2023