კაზაკთა დიდების ყორღანი (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კაზაკური დიდების ყორღანი
Курган казачьей славы
კოორდინატები 47°30′34″N 42°11′50″E / 47.5094° ჩ. გ. 42.1971° ა. გ. / 47.5094; 42.1971
მდებარეობა ვოლგოდონსკი, რუსეთი
თარიღდება 2008

კაზაკური დიდების ყორღანი (რუს. Курган казачьей славы) — სკულპტურული კომპოზიცია ქალაქ ვოლგოდონსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია და აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური კომპლექსი გაიხსნა 2008 წლის 4 ნოემბერს. მდებარეობს ქალაქ ვოლგოდონსკის შესასვლელში, სუხო-სოლონოვის ყურის ნაპირზე. კომპლექსი მდებარეობს ყურის ნაპირზე, რომელიც ქალაქს ჰყოფს ძველ და ახალ ნაწილებად. კომპლექსის ავტორები არიან მწერალი ვლადიმერ კარპენკო და მოქანდაკე, რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი ეგორ დერდიაშჩენკო.

მემორიალურ კომპლექსში ცენტრალური ადგილი უკავია კავკასიის ომების გენერალს იაკობ ბალკანოვს, რომელმაც თავისი ცხოვრების 30 წელი ლაშქრობებში გაატარა.

ლეგენდარული კაზაკი გენერალი იაკობ ბალკანოვი ეროვნული გმირია, რომელიც მამაცობისათვის დააჯილდოეს ოქროს იარაღით და მიანიჭეს წმინდა ანას ორდენი.

არქიტექტურულ-სკულპტურული თვალსაზრისით კომპოზიცია მიწაყრილი ყორღნის ფორმისაა, რომლის სიმაღლეც 10 მეტრია. ყორღანი ორ ნაწილადაა გაყოფილი, როგორც კაზაკების შეტევის ერთი მეთოდი. ასეთ შეტევის ფორმას ეწოდება „ბაკლანოვისებური“. ყორღანის ორი ნაწილი ასევესიმბოლურად დაკავშირებულია სამოქალაქო ომში რუსების თეთრებად და წითლებად დაყოფასთან.

სკულპტურული კომპოზიციის უკან დგას 5 მეტრი სიმაღლის, ბეტონისაგან დამზადებული ყორღანი, რომელზეც რელიეფურად დატანილია კადრები კაზაკების ცხოვრებიდან. ბეტონის ფილაზე გამოსახულია ხუთი ცნობილი დონელი ატამანის ბარელიეფი. ფილაზე ასევე ჩამოთვლილია ის ტომები, რომლებიც ოდესმე ცხოვრობდნენ დონის ტერიტორიაზე: სკვითები, სარმატები, ჰუნები, ალანები და სხვა. ასევე ნაჩვენებია ისტორიული თარიღები, დანგრეული ეკლესიების ფოტოები და სხვა.

აქვე შეიძლება ციტატების წაკითხვა მიხეილ შოლოხოვის „წყნარი დონიდან“[1].

გარდა ამისა, სკულპტურული კომპოზიცია მოიცავს ცალკე მდგომ შენობას , სადაც განთავსებულია სურათების გალერეა და დონის კაზაკების მუზეუმი[2][3][4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]