Cossacks: European Wars

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაზაკები (თამაში))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cossacks: European Wars
Cossacks European Wars video game box art.jpg
თამაშის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი GSC Game World
გამომცემელი CDV Software Entertainment
სერია Cossacks
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი ევრ 30 სექტემბერი, 2000
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი,
მრავალმოთამაშიანი

Cossacks: European Wars (ქართ. კაზაკები: ევროპის ომები) — რეალური დროის სტრატეგიის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა უკრაინულმა კომპანია GSC Game World-მა და გამოსცა 2001 წლის 24 აპრილს. თამაში არის იზომეტრიული ხედვით და მოქმედება მიმდინარეობს XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში. მასში ფიგურებს 16 ნაცია და თითოეულ მათგანს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

თამაშში წარმოდგენილია ორი ძირითადი კონფლიქტი: ოცდაათწლიანი ომი და ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. მოთამაშეებმა თავიდან უნდა აირიდონ შიმშილი, მონაწილეობა მიიღონ არმიის განვითარებაში, ააგონ შენობები და მოიძიონ რესურსები.[1] სულ გამოვიდა სამი დამატება, ესენია: Cossacks: The Art of War (1 აპრილი, 2002), Cossacks: Back to War (18 ოქტომბერი, 2002), Cossacks: Campaign Expansion (1 ნოემბერი, 2002).

კაზაკები არის ისეთი ტიპის თამაში, რომელიც მოთამააშეებს აძლევს საშუალებას მიიღონ სტრატეგიული გამოცდილება და შეისწავლონ იმ პერიოდის ისტორია.[2] ის კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა; გადაეცა ორი ჯილდო ჟურნალ PC Zone-ისგან და მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 78%[3] და 74/100.[4] 2005 წლის 15 აპრილს გამოვიდა გაგრძელება Cossacks II: Napoleonic Wars.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PC Review: Cossacks: European Wars (13 აგვისტო, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან 16 დეკემბერი, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2008.
  2. IGN: Cossacks: European Wars Review. IGN Entertainment. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2008.
  3. Cossacks: European Wars - PC. CNET Networks. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2008.
  4. Cossacks: European Wars (pc 2001):Reviews. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2008.