კავკასიური ჯვრიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური ჯვრიანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelodytes caucasicus (Boulenger, 1896)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 39422
გავრცელება

  კავკასიური ჯვრიანას გავრცელების არეალი

კავკასიური ჯვრიანა (ლათ. Pelodytes caucasicus) — წყალხმელეთა ცხოველი უკუდო ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 55 მმ აღწევს. წენგოსფერი, მუქკომპლებიანი ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. გავრცელებულია ბორჯომისა და ლაგოდეხის რაიონებში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, კრასნოდარის მხარეში. ზღვის დონიდან 2300 მ აღწევს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით და პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. ივნისიდან სექტემბრამდე ყრის ქვირითს ტბორებსა და მდორე მდინარეებში. თავკომბალა მხოლოდ მომდევნო წელს ამთავრებს მეტამორფოზს. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]