სოსნოვსკის ფიჭვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კავკასიური ფიჭვი)
სოსნოვსკის ფიჭვი
სოსნოვსკის ფიჭვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვანნი
კლასი:  წიწვოვანნი
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ფიჭვი
სახეობა:  სოსნოვსკის ფიჭვი
ლათინური სახელი
Pinus sylvestris var. hamata
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42418

სოსნოვსკის ფიჭვი, კავკასიური ფიჭვი, ჩვეულებრივი ფიჭვი (ლათ. Pinus sylvestris) ― მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. 20–35 მ სიმაღლის ხეა, 1 მ-მდე დიამეტრის. ვარჯი პირამიდისებურია ან მომრგვალო, ქერქი ღეროს ქვედა ნაწილში მუქი მურა ფერისაა, ზემოთ — მოწითალო ყვითელი. წიწვები ლეგა მწვანე ფერისაა, მდედრობითი გირჩები კვერცხისებურია, მარტოული ან 2–4, მონაცისფრო ან მოყვითალო მურა ფერის. ყვ. IV–V, ნაყ. IX–X. იზრდება დაბლობიდან დაწყებული ტყის ზედა საზღვრამდე, უმთავრესად კი — მთის შუა და ზედა სარტყლებში, ციცაბო ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმსა და მცირე აზიას. გომბორის ქედის სამხრეთ კალთაზე წარმოდგენილი ფიჭვნარები უნიკალურია იქ მიმდინარე ფორმათწარმოქმნის პროცესების გამო და ამიტომ, ეს კორომები დაცულია მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 12. ISBN 978-9941-8-3259-8