კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემა, კავკასიის ერთ-ერთი მთავარი გეოტექტონიკური ერთეული. ჩამოყალიბდა ალპური ტექტოგენეზისის დროს კავკასიონის სამხრეთი ფერდის გეოსინკლინის დანაოჭე3ბისა და აზევების შედეგად. გამოყო პეტრე გამყრელიძემ 1949 წელს. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემა პეტეროგენულ გეოტექტონიკური ერთეულია და შედგება ყაზბეგ—ლაგოდეხის, მესტია—თიანეთის (ჭიათურა—დიბრარის), ჩხალთა—ლაილისა და გაგრა—ჯავის ერთმანეთისაგან სიღრმული რღვევებით გამოყოფილი ტექტონიკური ზონებისაგან.

კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემა აგებულია სილურული (?), დევონური, ზედაპალეოზოური, ტრიასული, ქვედა- და შუაიურული ტერიგენული, შუაიურული ვულკანოგენური, აგრეთვე ზედაიურული, ცარცული და პალეოგენური ფლიშური კარბონატულ-ტერიგენული ფორმაციებით. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემა ინტენსიურადაა დისლოცირებული და შედგება მრავალი ასიმეტრული სამხრეთისაკენ გადახრილი, გადაბრუნებული და შეცოცებებით გართულებული კავკასიონური მიმართების ნაოჭისაგან. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის აღმოსავლეთი ნაწილი (მესტია—თიანეთის ზონა) შარიაჟული აგებულებისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამყრელიძე ე., ქსე, ტ. 5, გვ. 311, თბ., 1980