კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (ინგლ. Caucasus School of Technology, CST) — კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მიმართულების ფაკულტეტი, დაარსდა 2008 წელს.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ორი სახის, ინფორმატიკის და ტელეკომუნიკაციის, საბაკალავრო პროგრამაში და საინფორმაციო სისტემების სამაგისტრო პროგრამაში, რომელიც შედგენილია Association for Computing Machinery-ისა და Association for Information Systems-ის კურიკულუმის სტანდარტების მიხედვით. გარდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა, სკოლა ასევე აწარმოებს სხვადასხვა სახის სასერტიფიკატო კურსებს, მათ შორის: გრაფიკულ დიზაინში, ინტერიერის 3D მოდელირებაში, ERP სისტემებსა და IT პროექტების მართვაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]