კავკასიის მთის შროშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კავკასიის მთის შროშანი
კავკასიის მთის შროშანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  შროშანი
სახეობა:  კავკასიის მთის შროშანი
ლათინური სახელი
Lilium martagon (L.)
სინონიმები

კავკასიის მთის შროშანი (ლათ. Lilium martagon, იგივე Lilium caucasicum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, შროშანისებრთა ოჯახის შროშანის გვარისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალწლოვანი ბოლქვოვანი სახეობაა, რომელიც ანთროპეგენური ზემოქმედების გამო ძლიერ შემცირდა. ყვავის მაის-ივნისში. მრავლდება თესლით, იშვიათად კი ვეგეტატიურად — ბოლქვის დაყოფით ან ნაბარტყით.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია კავკასიონის ქედის დასავლეთით, ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში. კრასნოდარის მხარეში (გორიაჩი კლუჩი, აფშერონსკი, მდინარე ციცეს აუზში, შახე-მზიმთას წყალგამყოფ ქედზე) და ადიღეს რესპუბლიკაში. საქართველოში მისი გავრცელების არეალი აფხაზეთის მთიანი ნაწილი, აფიანჩას მიდამოებია. გვხვდება თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.

ეკოლოგიური თავისებურებანი და ფიტოცენოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვხვდება მუხნარებში, წაბლნარებში, წიფლნარებში და შედარებით ნაკლებად ურთხელისა და ბზის კორომებშიც. მეზოფილური სახეობაა და გავრცელებულია მთის სარტყლების დაბალ და საშუალო ტენიან ზონაში ფართოფოთლოვანი ტყეების მიმდებარედ.

რიცხოვნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში შესაბამისი მონაცემები არ არსებობს, რუსეთში კი ცნობილია მისი გავრცელების 25-მდე არეალი. იქ სადაც გავრცელების ბუნებრივი არეალი ადამიანის ზემოქმედების გამო დაზიანებული არაა, სახეობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კავკასიის მთის შროშანი დეკორატიულ მცენარედ ითვლება. ბუნებაში ადამიანების მიერ მუდმივად ნადგურდება (თხრიან ბოლქვებს, თაიგულებისათვის აგროვებენ ყვავილებს). ბოლქვებს შინაური საქონლის საჭმელადაც აგროვებენ. თუმცა, მთავარი საფრთხე ბუნებრივი გავრცელების არეალის შემცირებაა. შეტანილია საქართველოსა და რუსეთის წითელი წიგნში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]