შინაარსზე გადასვლა

კავკასიის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავკასიის კომიტეტი (რუს. Кавказский комитет; 1840-1882) — უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში, რომელიც კოორდინაციას უწევდა კავკასიის მეფისნაცვლის საქმიანობას ცენტრალურ სახელმწიფო დაწესებულებებთან და პირადად იმპერატორთან; 1865 წლამდე კავკასიის კომიტეტი წარმოადგენდა სათათბირო ორგანოს, კავკასიის მმართველობასთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტის განმხილისას. მდებარეობდა სანქტ-პეტერბურგში. იგი შეიქმნა იმპერატორის ბრძანებულებით კავკასიის სამეფისნაცვლოს დაარსების შემდეგ, ნიკოლოზ I-ის 3(15).2.1845 წლის დადგენილებით. მანამდე არსებობდა რამდენიმე დროებითი კომიტეტი, რომელთაც ევალებოდათ კავ­კა­სიაში სამოქალაქო მმართველობის შემუშავება და შემოღება (1833-1845).

კავკასიის კომიტეტი დაარსდა 1840 წლის 10 აპრილს (22 აპრილს) იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დადგენილებით.[1] კავკასიის კომიტეტი გადაიქცა მუდმივ ორგანოდ, რომელიც ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და მეფის ადმინისტრაციის სამოქალაქო საქმიანობას კავ­კა­სიაში. კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო სამხედრო მინისტრი, გრაფი ა. ი. ჩერნიშოვი, შემდეგ – გენერალ-ადიუტანტი, გრაფი ა. თ. ორლოვი; შემადგენლობაში შედიოდნენ სამხედრო, ფინანსთა, სახელმწიფო ქონების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრები, აგრეთვე ტახტის მემკვიდრე, ჟანდარმთა შეფი და სხვა მაღალი თანამდებობის მოხელეები. ამ ცვლილებების შედეგად გაფართოვდა მეფის მთავრობის გავლენა მთელ სამხრხრეთ კავ­კა­სიაში. კავკასიის კომიტეტი გაუქმდა 1882 წლის 29 ნოემბერს (11 დეკემბერს), კავ­კა­სიაში მეფისნაცვლის თანამდებობის გაუქმებასა და ახა­ლი ადმინისტრაციული წყობის შემოღებასთან დაკავშირებით.[2]

ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამართველოს უფროსები:

  • სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970;
  • ჩხეტია შ., რუსული მმართველობის სისტემა სა­ქარ­თვე­ლო­ში (1840–1864), «ს. ჯანაშიას სახ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, ტ. 12B.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]