კავკასიის არქეოგრაფიული კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კავკასიის არქეოგრაფიული კომისია (1864—1918) — დაარსდა თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის უფროსის ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის ინიციატივით. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის დანიშნულება იყო შეეკრიბა, შეესწავლა და გამოსაცემად მოემზადებინა კავკასიის უმაღლესი მმართველობის არქივის მასალა, რომელსაც უნდა წარმოედგინა კავკასიაში რუსეთის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მფლობელობის ისტორია. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის განკარგულებაში იყო არქივმცოდნეების მთელი შტატი, რომელიც თავს უყრიდა და სწავლობდა ისტორიულ მნიშვნელობის საქმეებს. საარქივო მასალის მოწესრიგება ჯერ კიდევ 1843 წელს დაევალა საქართველოს მთავარმართებლის გენერალ ალექსანდრ ნეიდგარდტის განკარგულებით შედეგენილ კომისიას. კავკასიის არქეოგრაფიულმა კომისიამ 20 წლის შემდეგ უკვე მოწესრიგებული არქივი ჩაიბარა და გამოსაცემად ძირითადად მეფის რუსეთის მფლობელობის დადებითი მხარეების ამსახველი მასალა შეარჩია. ამგვარი მუშაობის შედეგად ბევრი საყურადღებო დოკუმენტი ვერ მოხვდა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოსაცემად შერჩეულ აქტებში, მაგრამ ის, რაც გამოიცა, დიდმნიშვნელოვანია კავკასიის ისტორიისათვის. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიამ გამოსცა 12 ტომი. კომისიის მუშაობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით კომისიის პირველ თავმჯდომარეს ადოლფ ბერჟეს და პირველ მუდმივ წევს ნ. ბერძნიშვილს (ბერძენოვი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Полиевктов М., А., Кавказская археографическая комиссия и её наследие в Центтральном архиве ССР Грузии, «საისტორიო მოამბე», 1925, ტ. 2;
  • კიკვიძე ა., ქსე, ტ. 5, გვ. 305, თბ., 1980