კავკასიანნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კავკასიანნი, კრებსითი ეთნიკური ტერმინი, რომლითაც შუა საუკუნეების ქართული წყაროები („ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“) იცნობენ ჩრდილოეთ კავკასიის ავთოქტონურ მოსახლეობას.

ქართული საისტორიო ტრადიციით კავკასიანთა წინაპარია ეთნარქი კავკასოსი, თარგამოსის ძე და ქართლოსის ძმა. ეთნარქთა ქართული გენეალოგიის წყაროებში კავკასიანნთა ნაცვლად მოხსენიებულია სარმატები, სომხური ტრადიცია კი მათ უმატებს ალანებს. ქართულ წყაროებში ამ ტომთა სახელის შესატყვისია „ოვსნი“, კავკასიანები კი მათგან მკვეთრადაა გამიჯნული.