კავთისხევის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავთისხევის სამაროვანი.

კავთისხევის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე, ხვედრულიანთ უბნის აღმოსავლეთით, კაციაშვილების ეზოს ახლოს. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი. დაკრძალვის წესი გაურკვეველია. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]