კავთისხევის მესამე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავთისხევის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდებარეობს ჩოჩეთის უბნის განაპირას, ჩრდილოეთით, ადგილ ქასრაანთ მიწებში. თარიღდება ძვ. წ. VI-IV საუკუნეებით.

სამაროვანი 1972-1977 წლებში გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გაითხარა ორმოსამარხები, რომელთა ნაწილი გადახურული იყო ფიქალი ქვით. ორმოსამარხებში ძირითადად თითო მიცვალებული იყო დაკრძალული მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა აგრეთვე სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭელი, ლითონის იარაღი, სამკაული, ზოგიერთში – ქსოვილისა და ტყავის ნაშთი. ორ სამარხში მიცვალებული ესვენა მათ ქვეშ მდებარე სამარხების გადამხურავ ფილაქვაზე, სრულიად უინვენტაროდ. მოპოვებული მასალა ინახება კასპის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]