კავთისხევის მეორე სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავთისხევის სამაროვანი.

კავთისხევის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის სამხრეთ ნაწილში, ამაღლებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. სამაროვანში აღმოჩნდა ბრინჯაოს ე. წ. წინააზიური მახვილი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ცული და სატეხი. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]