კავაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუნძული კავაუ
მშობ. სახელი: ინგლ. Kawau
Mansion House, Kawau Island, New Zealand.jpg
ლონდონის ლორდ-მერის ოფიციალური რეზიდენცია
გეოგრაფია
მდებარეობა ჰაურაკის უბე
კოორდინატები 36°25′ ს. გ. 174°51′ ა. გ. / 36.417° ს. გ. 174.850° ა. გ. / -36.417; 174.850
ფართობი 20,2 კმ²
სიგრძე 8 კმ
სიგანე 5 კმ
უმაღლესი წერტილი 182 მ
გრეი-ჰეიტსი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 70 (2006)
სიმჭიდროვე 3,47 ად. /კმ²

კავაუ (ინგლ. Kawau) — ერთ-ერთი დიდი კუნძული ჰაურაკის უბეში, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს. კუნძულიდან ჩრდილოეთ ოკლენდის ნახევარკუნძულამდე მანძილი 1,4 კმ-ია, ქალაქ ოკლენდამდე კი 40 კმ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ფართობია — 20,2 კმ², მიახლოებითი სიგრძე — 8 კმ, სიგანე — 5 კმ.[1] უმაღლესი წერტილი, მთა გრეი-ჰეიტსი, აღწევს 182 მეტრს. ძირითადი სამთო/ვულკანური ჯიშები, რომლითაც ჩამოყალიბებულია კუნძული, არის გრაუვაკა და არგილითი.[1] კავაუს მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ხშირი მცენარეულობით. ამას გარდა, კუნძულზე ბუდობს ფრინველი კივი, ასევე ჩრდილოეთ კუნძულზე ყველაზე დიდი ფრინველის ლაინა-უეკას (ლათ. Gallirallus australis) პოპულაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად კუნძული კავაუ დასახლებული იყო ადგილობრივი მაორის ტომებით — ნგატიტაი და ნგატივაი, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავისი პირატული მოქმედებით და კანიბალიზმით. მაორის ლეგენდების თანახმად, ჩრდილოეთის კუნძულის ტომებმა, რომელთაც მოსწყინდათ მუდმივად უქმად ყოფნა, ერთხელაც შეუტიეს კავაუს ტომებს და კუნძულზე დაამყარეს საკუთარი კონტროლი. გამარჯვების შემდეგ მათ გამართეს დიდი სუფრა კანიბალებისთვის.[2] ძირძველი ახალზელანდიელი მოსახლეობის ბოლო წარმომადგენლებმა დატოვეს კუნძული კავაუ 1820-იან წლებში, ევროპელ კოლონიზატორებთან დიდი შეტაკების შემდეგ «მუშკეტების ომი»-ს დროს.[3] კუნძული დაუსახლებელი რჩებოდა 1830-იან წლებამდე.[4]

1837 წელს კავაუ გამოისყიდა მაორებისგან ჯ. ტეილორმა[1], ხოლო 1841 წელს შეიძინა ჯეიმზ ფორბს ბიტიმ (ინგლ. James Forbes Beattie), რომელიც აპირებდა განევითარებინა კუნძულზე სოფლის მეურნეობა, ასევე მეცხოველეობა. სპეციალურად ამ მიზნებისათვის კავაუზე შემოიყვანეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვრები, ასევე პირველად ახალი ზელანდიის ისტორიაში ვირები.[2] 1844 წელს კავაუზე აღმოაჩინეს მანგანუმის საბადო, ხოლო ცოტა მოგვიანებით სპილენძის საბადოც, რომლის მოპოვება ხდებოდა 1844 წლიდან 1852 წლის ივნისამდე.[4]

1862 წელს კავაუ გამოისყიდა ახალი ზელანდიის გუბერნატორმა ჯორჯ გრეიმ, რომელმაც გააფართოვა ადგილობრივი სპილენძის შახტების ხელმძღვანელის სახლი, გადააქცია იგი დიდ მამულად, ხოლო ირგვლივ მდებარე ტერიტორია ბოტანიკურ და ზოოლოგიურ ბაღებად. დღეისათვის გუბერნატორის რეზიდენცია სახელმწიფო საკუთრებაა, ისტორიული ნაკრძალის «კავაუს კუნძულის» (ინგლ. Kawau Island Historic Reserve) ნაწილია, რომელიც ახალი ზელანდიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მმართველობის ქვეშაა. ნაკრძალს უკავია კუნძულის ფართობის დაახლოებით 10 % და მასში აგრეთვე შედის ძველი სპილენძის საბადო.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე ცხოვრობს მცირე რაოდენობის მუდმივი მოსახლეობა, დაახლოებით 70 ადამიანი[3] (2006), მაგრამ სადღესასწაულო და გამოსასვლელ დღეებში კავაუს მოსახლეობა მკვეთრად მატულობს ტურისტების ხარჯზე.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ისტორიულ ნაკრძალში მდებარე ლონდონის ლორდ-მერის ოფიციალური რეზიდენცია. თითქმის ყველა შენობას ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი აქვს. დასახლებას მხოლოდ ორი გზა ემსახურება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kawau Island. Te Ara - The Encyclopedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  2. 2.0 2.1 HISTORY OF KAWAU ISLAND. Kawau Island. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  3. 3.0 3.1 3.2 General Information. Kawau Island. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  4. 4.0 4.1 Historic Kawau Island. Department of Conservation (New Zealand). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2009-08-04. ციტირების თარიღი: 2010-04-02.