შინაარსზე გადასვლა

კავაპუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Cavoodle
სხვა სახელები Cavapoo
წარმოშობის ქვეყანა ავსტრალია
თვისებები
წონა 4-121 კგ
სიმაღლე 23-45 სმ
ბეწვი დახვეული ბეწვი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კავაპუ (ამერიკული ინგლისური) ან კავუდლი (ავსტრალიური ინგლისური) —კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელისა და პუდელის ნაჯვარი.

კავაპუ არის პუდელის ნაჯვარი, რომელიც გაჩნდა მე-20 საუკუნის ბოლოს „დიზაინერული ძაღლების“ აჟიოტაჟის დროს. ეს კონკრეტული ჰიბრიდი წარმოიშვა ავსტრალიაში და იქ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც რამდენიმე ცნობილმა ავსტრალიელმა კავაპუ აიყვანა, მათ შორის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა.[1]

გარეგნობა და ტემპერამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა პუდელის ჰიბრიდების მსგავსად, კავაპუები არ არიან აღიარებულნი ჯიშად ამერიკის კინოლოგიური კლუბის ან სხვა მსგავსი ორგანიზაციების მიერ და შესაბამისად, მათთვის არ არსებობს დადგენილი ჯიშის სტანდარტი. პუდელები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ზომისა და ფერის, ხოლო კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელს არ აქვს პუდელის ჰიპოალერგიული მახასიათებლები, ამიტომ ცალკეულ კავაპუებს შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი ვარიაცია ამ ნიშან-თვისებებში.

ჯანმრთელობის პრობლემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავაპუები ზოგადად ჯანმრთელი ძაღლები არიან, თუმცა შესაძლოა უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი მშობლების ჯიშებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ჯანმრთელობის პრობლემისკენ. ეს მოიცავს შებერილობას (პუდლები)[2] და მიტრალური სარქვლის გულის დაავადებას (კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელი),[3] ასევე მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას და თვალის გარკვეულ დაავადებებს (ორივე).

2025 წელს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ძაღლებში მწვავე დიარეის ეპიდემიოლოგიის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ მოიცვა სტატისტიკა იმ ტიპების/ჯიშების შესახებ, რომლებიც ყველაზე ხშირად განიცდიან დიარეას და კავაპუები სიის სათავეში მოათავსეს, როგორც ამ ჯანმრთელობის პრობლემის ყველაზე მეტად დაავადებულები.[4][5] ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო ვეტერინარულმა კოლეჯმა ასევე განაცხადა, რომ კავაპუები, პუდელის სხვა ჰიბრიდების მსგავსად, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ტკიპებით დაინფიცირებისკენ მათი ხუჭუჭა ბეწვის გამო.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wright, Jessica (24 January 2012). „Meet Reuben, the newest man in Julia Gillard's life“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 28 July 2025.
  2. Poodle Dog Breed Information. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 28 July 2025
  3. Cavalier King Charles Spaniel Dog Breed Information. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 28 July 2025
  4. O'Neill, Dan; Prisk, Lauren; Brodbelt, Dave; Church, David; Allerton, Fergus (11 June 2025). „Epidemiology and clinical management of acute diarrhoea in dogs under primary veterinary care in the UK“. PLoS One. ციტირების თარიღი: 28 July 2025.
  5. O'Connell, Liz (11 June 2025). „If You're Squeamish - Avoid These Dog Breeds“. Newsweek. ციტირების თარიღი: 28 July 2025.
  6. Cavapoo and Cockapoo designer dog breeds at high risk of tick infestation, study finds. ციტირების თარიღი: 28 July 2025