კავაკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავაკის ხიდი — ხიდი თურქეთში, აიდერის ხეობის დასაწყისიდან 150 მეტრში. იგი ერთ თაღიანი ნაგებობაა. თაღის მრუდი წრის 1/3 სეგმენტია. მისი ფუძეები ორივემხარეს კლდოვან ქანზე დაშენებულ ბურჯებს ეყრდნობა. წყობაში გამოყენებულია დუღაბი. ბურჯები არ შეიცავს საპლათფორმო ბუდეებს.

ხიდის საერთო სიგრძე — 28 მეტრია, სიგანე ბორდიურების ჩათვლით — 2,80 მეტრი, საკუთრივ სავალი ბილიკის სიგანე — 2,10 მეტრი ხოლო ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან — 8,60 მეტრია, ფუძეებს შორის მანძილი — 17,50 მეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 76 ISBN 978-9941-0-6458-6.