იასუნარი კავაბატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კავაბატა იასუნარი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იასუნარი კავაბატა
Yasunari Kawabata 1938.jpg
დაბ. თარიღი 11 ივნისი 1899(1899-06-11)[1][2]
დაბ. ადგილი ოსაკა, იაპონია
გარდ. თარიღი 16 აპრილი 1972(1972-04-16)[2] (72 წელი)
გარდ. ადგილი ძუსი, კანაგავის პრეფექტურა, იაპონია[3]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი და სცენარისტი
მოქალაქეობა Flag of Japan.svg იაპონია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
Magnum opus იძუს მოცეკვავე გოგო და თოვლიანი ქვეყანა
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში, კულტურის ორდენი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, კიკუტი კანის პრემია და Goethe Plaque of the City of Frankfurt
მეუღლე ჰიდეკო კავაბატა
Kawabata Yasunari ვიკისაწყობში

იასუნარი კავაბატა (დ. 11 ივნისი, 1899, ოსაკა — გ. 16 აპრილი, 1972, ძუსი) — იაპონელი მწერალი. იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრი (1953). ნობელის პრემიის ლაურეატი (1968). თხზულებებს აქვეყნებდა 1921-იდან. 20-იან წლებში ემხრობოდა ნეოსენსუალისტების მოდერნისტულ ჯგუფს. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ლირიკული მოთხრობა „იძუელი მოცეკვავე“ (1926). ჯ. ჯოისის „ულისეს“ გავლენით შექმნილ მოთხრობაში „კრისტალური ფანტაზია“ (1931) კავაბატამ მოგონებათა ფრაგმენტების საშუალებით წარმოსახა მარტოხელა ქალის ცხოვრება. მისი მოთხრობა „თოვლიანი ქვეყანა“ (1937) პოეტური ასოციაციებით ურთიერთდაკავშირებულ ნოველებს შეიცავს. კავაბატას მოთხრობას „ათასფრთიანი წერო“ (1951 (თარგმნილი ქართულად — „ინტელექტი“, 2009), იაპონიის ხელოვნების აკადემიის პრემია) საფუძვლად უდევს ჩაის კულტთან დაკავშირებული ძველი იაპონიის წეს-ჩვეულება. შინაგანი ლირიზმითაა გამსჭვალული რომანები „მთის კვნესა“ (1953), „ძველი დედაქალაქი“ (1961). კავაბატას მოთხრობა „მშვიდობის ბუდე“ თარგმნილია ქართულად („საუნჯე“, 1979, N 1). კავაბატა კლასიკური ეროვნული ლიტერატურის მიმდევარია. მის შემოქმედებას ახასიათებს სწრაფვა ფსიქიკური ანალიზისკენ, ინტერესი ქვეცნობიერისადმი, აგრეთვე ნატიფი სტილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. 2.0 2.1 Record #118776940 // Integrated Authority File შემოწმებული ოქტომბერი 14 2015:
  3. Record #118776940 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 30 2014: