კადისის მუზეუმი
| კადისის მუზეუმი | |
|---|---|
| ესპ. Museo de Cádiz[1] [2] | |
|
| |
| 36°32′06″ ჩ. გ. 6°17′46″ დ. გ. / 36.5350389° ჩ. გ. 6.2962500° დ. გ. | |
| დაარსდა | 1838 წ. |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | კადისი[3] [1] [4] [2] |
| ოფიციალური საიტი | http://www.museosdeandalucia.es/web/museodecadiz |
![]() | |
კადისის მუზეუმი (ესპ. Museo de Cádiz) — მუზეუმი ესპანეთის ქალაქ კადისში. დაარსდა 1970 წელს, როდესაც პროვინციული ხელოვნების მუზეუმი გაერთიანდა პროვინციულ არქეოლოგიურ მუზეუმთან. იგი სამსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია არქეოლოგიური ექსპონატები, მეორეზე — ხელოვნების ნიმუშები, ხოლო მესამე სართული მარიონეტების გამოფენასთან არის დაკავშირებული.[5] ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.
მუზეუმს საფუძველი 1835 წელს ჩაეყარა, როდესაც მონასტრისგან ხელოვნების ნიმუშები წამოიღეს, მათ შორის სურბარანის ნამუშევრები, რომლებიც ხერეს-დე-ლა-ფრონტერის კარტუზიანური მონასტრიდან აიღეს. კოლექციაში ასევე შევიდა მურილიოსა და რუბენსის ნახატები. მუზეუმის შემოწირულობები XIX საუკუნეში გაიზარდა კადისის სახვითი ხელოვნების აკადემიის წყალობით, რომელიც რომანტიზმსა და ნეოკლასიციზმს უჭერდა მხარს. 1877 წელს, მას შემდეგ, რაც ქალაქის ნავსადგურში ფინიკიური სარკოფაგი აღმოაჩინეს, დაარსდა არქეოლოგიური მუზეუმი.[6] თუმცა, ორი ინსტიტუტის გაერთიანება მხოლოდ 1970 წელს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთსა და იმავე შენობაში მდებარეობდნენ. 1980 წლიდან არქიტექტორმა ხავიერ ფედუჩიმ შენობის რეკონსტრუქციის სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომელთაგანაც ორი ეტაპი დასრულებულია.
მუზეუმის სამხატვრო განყოფილებას, XIX საუკუნის ნიმუშებთან ერთად, ანდალუსიის ავტონომიური მთავრობისგან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც ჰქონდა მიღებული. არქეოლოგიური განყოფილება ასევე გამდიდრდა შემოწირულობებით, განსაკუთრებით მონეტების კოლექციით. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ანდალუსიიდან მრავალი პრეისტორიული არტეფაქტია აღმოჩენილი, შუა საუკუნეების პერიოდის ნიმუშების დეფიციტი შეინიშნება - ეს რეგიონის ისტორიულმა სპეციფიკამ განაპირობა. სახელმწიფომ მუზეუმს უწყვეტი „Tía Norica“ მარიონეტების კოლექცია გადასცა, რომელიც კადისის კარნავალზე გამოიყენებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი (in Spanish)
- Museum of Cádiz at Spain.info
კოორდინატები: 36°32′05″ ჩ. გ. 6°17′47″ დ. გ. / 36.5349361° ჩ. გ. 6.29639° დ. გ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Guía Digital del Patrimonio Cultural de Andalucía, Digital Guide of the Cultural Heritage of Andalusia
- 1 2 Directorio de Museos y Colecciones de España
- ↑ Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
- ↑ Museos y Colecciones Museográficas de Andalucía
- ↑ Cadiz City -Fine Arts & Archaeology Museum. Junta de Andalucía. ციტირების თარიღი: 5 April 2014.
- ↑ Phoenician anthropoid sarcophagi, male (around 450-400 BC) and female (around 470 BC), Cadiz Museum, Cádiz, Cadiz. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2018. ციტირების თარიღი: December 23, 2018.
