კაჰულის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაგულის ტბა)
კაჰულის ტბა
უკრ. Кагул
კოორდინატები: 45°23′15″ ჩ. გ. 28°23′58″ ა. გ. / 45.38750° ჩ. გ. 28.39944° ა. გ. / 45.38750; 28.39944
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ოდესის ოლქი
სიგრძე 13 კმ
სიგანე 6–11 კმ
ფართობი 103 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
ჩამდინარე მდინარეები კაგული
კაჰულის ტბა — უკრაინა
კაჰულის ტბა

კაჰულის ტბა (უკრ. Кагул) — ტბა უკრაინაში, ოდესის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 103 კმ², სიგრძე 13 კმ, სიგანე 6–11 კმ, უდიდესი სიღრმე 7 მეტრი. შედგება ვიწრო ძაბრისებრი ჩრდილოეთ და ფართო სამხრეთ მუხლისაგან. იკვებება წვიმისა და თოვლი წყლით. წყლის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს. სიღრმე წყალმცირობის დროს 1,5–2,0 მეტრი. ფსკერი აგებულია წმინდა რუხი შლამით, ნაპირები ქვიშიანია. ტბაში ჩაედინება მდინარე კაგული. სამხრეთით ფშან ვეკიტათი უკავშირდება დუნაის და მის დელტაში მდებარე ტბებს — კუგურკუისა და იალპუგს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кагул // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.