კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კაგალნიცკაია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2004
გარე სურათები
ეკლესიის ფოტო

კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია კაგალნიცკის რაიონის სოფელ კაგალნიცკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 2004 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კაგალნიცკის რაიონი, სოფელი კაგალნიცკაია, გორკის ქუჩა № 38.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის ისტორია 1991 წელს დაიწყო. დროებით საეკლესიო რიტუალები ტარდებოდა სხვა შენობაში, ამჟამინდელი ტაძარი აღადგინეს 1994 წლის ხანძრის შემდეგ. ეს იყო დიდი სახლი სადაც ოთხ საყრდენზე აღმართეს გუმბათი და მასზე დაადგეს ჯვარი. ეკლესიას ასევე მიაშენეს მარჯვენა ეგვტერი. 1994 წლიდან კი ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

ეკლესიის პირველი მღვდელი გახდა ნიკოლოზ კარკიშჩენკო, რომლის ძალისხმევითაც დაიწყო ტაძრის აღდგენაზე მუშაობა. მშენებლობაში და რესტავრაციაში მას დაეხმარა ეკლესიის მრევლი და სოფლის მაცხოვრებლები. საპროექტო სამუშაოები შეასრულა კაგალნიცკის რაიონის არქიტექტორმა ვ. პოპოვმა. საბოლოოდ კი მოხდა შენობის სრული რეკონსტრუქცია და საკვირაო სკოლის დაარსება. 2004 წელს ეკლესიამ მიიღო თანამედროვე სახე.

ამჟამად კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარია - მღვდელი მიხაილ მიროშინი.

ტაძარი ყოველდღიურად ფუნქციონირებს 08:00 საათიდან 16:00 საათამდე. ლოცვა მიმდინარეობს ყოველ კვირა და დღესასწაულებზე. საღამოს ღვთისმსახურება იწყება 15:00 საათზე, ხოლო წირვა 09:00 საათზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]