კაბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კაბუ
კაბუ
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კახა აბუაშვილი
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1974 (1974-09-19) (45 წლის)
დაბ. ადგილი დროშა: საქართველო საქართველო
ეროვნება ქართველები
ჟანრ(ებ)ი რეპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1998-დან

კახა აბუაშვილი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით კაბუ (დ. 19 აგვისტო, 1974) — ქართველი მსახიობი და რეპერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახა აბუაშვილი 1974 წლის 17 აგვისტოს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 187-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. კურსი მიყავდა ლევან წულაძეს. იქ გაიცნო დუტა სხირტლაძე, რომელთან ერთადაც დაიწყო თეატრალური კარიერა.

სამსახიობო კარიერის პარალელურად გატაცებული იყო მუსიკით, ძირითადად პანკ-როკით, მოგვიანებით კი ჰიპ-ჰოპით დაინტერესდა. მუსიკალური გავლენა მოახდინეს რეპერებმა 2Pac და Snoop Doggy Dog.

პირველი სიმღერა — „STOP“, შექმნა 1997 წელს და შიდსთან ბრძოლას მიუძღვნა და ერთ-ერთ ფესტივალზე შესრულდა კიდევაც.მალევე გამოვიდა კაბუს პირველი ალბომი „დაიკიდე“. მოგვიანებით გამოვიდა მისი ორი დუეტი — სტეფანესთან „გიყვარდეს“ და თამთა გოგუაძესთან „მინდა რომ არსებობდე“. ძირითადად მეგობრობს და თანამშრომლობს რეპერებთან: ძვალი, გერცი, მემო, მუზა, ბედინა და ჯგუფი ისინი. სხვადასხვა დროს პოპულარობით სარგებლობდა შემდეგი სიმღერები: „ჰეი გოგონი“, „სისატურა“, „ვის კლავ შენ“, „საქართველო ლამაზო“, ფრთხილად, „მომე“, „არ გეტყვი რომ მიყვარხარ“ და ა.შ.

რამდენიმე წელი დიჯეის ამპულაში მოღვაწეობდა რადიოში FM 100.3. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში.

ჰყავს მეუღლე ანუკა და შვილები: გიორგი და კესო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2012: ბოლო გასეირნება (თენგო)
  2. 2009: კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2) (თენგო)
  3. 2006: რევერსი (უბრალოდ თამაში) (კაბუ)
  4. 2005: მიდიოდა მატარებელი (კაბუ)
  5. 2002: ქაღალდის ნავი (კახა თოიძე)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაბუ&oldid=3725552“-დან