კაბენის მონასტერი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაბენის მონასტერი (გარდაბნის რაიონი))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაბენის მონასტერი.
კაბენის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

კაბენის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსში. სოფ. კიკეთის მახლობლად, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

კომპლექსში შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ყოფილა. იგი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმგვარად იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, იმავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რომელიც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორატიულ სისტემას იმეორებდა. 1851 წელს მთავარი ეკლესიის საკურთხეველში შეიმჩნეოდა მოხატულობა[1].

მონასტრის ზღუდის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნატეხი ქვით ნაგები მომცრო დარბაზული ეკლესია დგას. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ქვის კარგად გათლილი კვადრებით. მორთულობა შესრულებულია XII-XIII საუკუნეებში შემუშავებული დეკორატიული სისტემის მიხედვით. აღმოსავლეთი ფასადის წარწერიდან ირკვევა, რომ ვინმე გიორგი კაბენის ვაჟებს – ნიკოლოზს, ვასილს, ოქროპირსა და გრიგოლს – თამარ მეფის დროს (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი) დაუმთავრებიათ ადრე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Шмерлинг Р. О., Долидзе В. О., Барнавели Т. В., Окрестности Тбилиси. Архитектурный путеводитель, Тб., 1960;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]