კაბარე
კაბარე (ფრანგ. Cabaret, სიტყვასიტყვით — „დუქანი“) — პატარა გასართობი დაწესებულება გარკვეული მხატვრულ-გასართობი პროგრამით, რომელიც შედგება შანსონის სიმღერებისგან, ერთაქტიანი პიესებისგან, სკეტჩებისგან, საცეკვაო ნომერებისგან და ა.შ.
თავდაპირველად კაბარე ამ იმპროვიზებულ წარმოდგენებს ეწოდებოდა. მრავლად იყო XIX საუკუნის 80-იანი წლების საფრანგეთში. შემდგომ, როცა კაბარეში სიარული დაიწყო ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ, ესტრადაზე უკვე პროფესიონალი მსახიობები გამოდიოდნენ და კაბარემ პირვანდელი სახე დაჰკარგა. თანამედროვე კაბარე მცირე რესტორანია, რომელსაც საკუთარი საესტრადო (ზოგჯერ ეროტულიც) პროგრამა აქვს.[1]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.