კაბანის ტბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაბანის ტბები
ახლო (ქვემო) კაბანი
ახლო (ქვემო) კაბანი
კოორდინატები: °46′30″° ჩ. გ. 49°7′25″° ა. გ. / 0° ჩ. გ. 0° ა. გ. / 0; 0
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია
ტერიტორიული ერთეული 3
სიგრძე 5,575 მ. კმ
სიგანე 350 მ. კმ
ფართობი 1,86 კმ² კმ²
მაქსიმალური სიღრმე 12.5 მ. 
გამომდინარე მდინარე ბულაკი

კაბანის ტბები (თათრ. Kaban kule) — უდიდესი ტბების სისტემა თათრეთის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ყაზანის მიდამოებში. იგი შედგება სამი ნაწილისგან: ახლო (ქვედა) კაბანი, შორეული (შუა) კაბანი და ზედა (ბორისკოვი) კაბანი. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (ქალაქის ცენტრიდან სამხრეთით) და დაკავშირებულია არხებით.[1]

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბები ნამდინარევის სახით გაჩნდა მდინარე ვოლგის ყოფილ დიდ მოსახვევში, კარსტული ძაბრის გართულებების შედეგად.

გადაჭიმულია ჩრდილოეთით და სამხრეთით ვოლგის მაღალი ტერასის შვერილზე. წყლის გაცვლა ხდება ქვედა (ახლო) და შორეულ (შუა) ტბებს შორის  ბოტანიკური არხისკენ (სიგრძე - 750 მ, სიგანე - 100-120 მ, სიღრმე - 2-3 მ), ყაზანის ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის გასწვრივ. ქვედა (ახლო) კაბანი ბუნებრივი ბულაკის არხისგან გამოყოფილია ხიდით, რომლის საშუალებითაც ტბიდან პერიოდულად  წყალს ტუმბავენ არხის დონის რეგულირების მიზნით. შორეული (შუა)  კაბანი უკავშირდება ვოლგას. მისი სამხრეთ ნაწილიდან გადის მონასტრის დინება, რომელიც აკავშირებს ტბას ვოლგის პოდუვალიეს ყურესთან.

სოფელ ოტარის მიდამოში არხი გადაკეტილია კაშხლით, საიდანაც წყალს ქაჩავენ  ტუმბოების დახმარებით კუიბიშევის წყალსაცავში.

ზემო (ბორისკოვსკი) კაბანი— დახურული წყალსატევია, რომელსაც არ აქვს ჰიდროლოგიური კავშირის სისტემა სხვა ტბებთან. წყლის დონე მასში დაახლოებით 2 მ-ით მეტია, ვიდრე ქვემო (ახლო) და შორეულ (შუა) ტბებში.

ქვემო კაბანი

ტბის სისტემის საერთო ფართობი 186 ჰექტარია. არხით დაკავშირებული  ქვედა (ახლო) და შორეული (შუა) ტბების სიგრძე  5575 მ-ია, ზემო (ბორისკოვსკის)— 1030 მ, უდიდესი სიღრმე —19,0 მ (შუა კაბანი) . წყლის საერთო მოცულობა  11,8 მილიონი კუბური მეტრია.[2][3]

კუიბიშევის წყალსაცავის აშენებამდე და შევსებამდე ტბები არხებით უკავშირდებოდა მდინარეებს ვოლგას და კაზანკას. წყალსაცავის შევსების შედეგად ტბებში წყლის დონის მომატების თავიდან ასაცილებლად, არხები დაბლოკილი იყო კაშხლებით. დღესდღეობით, კაბანი მიეკუთვნება ნაწილობრივ რეგულირებულ წყლის ობიექტებს, მისი დონის რეჟიმი ძირითადად შენარჩუნებულია 51.5 მ-ის სიმაღლეზე.  წყლის ზედმეტი რაოდენობის გადაქაჩვა მდინარე ვოლგაში  სატუმბი სადგურების საშუალებით ხდება.

ეკოლოგიური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაბანის ტბა-ყაზანი

ათასწლეულების განმავლობაში ტბების სისტემა ბუნებრივ სიწმინდეს ინარჩუნებდა.  მასში მრავლადა იყო თევზი.

მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში ტბების სანაპიროებზე ინტენსიური სამრეწველო მშენებლობა დაიწყო. ნარჩენები ქვემო (ახლო) კაბანში ჩაედინებოდა. შედეგად წყალი სასმელად უვარგისი გახდა.

კაბანის ტბის სანაპირო

1970-იანი წლების მეორე ნახევარში ქვედა (შუა) კაბანში თევზი გაქრა და თითქმის ყველა  უხერხემლო ცხოველი გადაშენდა. 1980-იანი წლების პირველ ნახევარში ჩატარებული გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შედეგად, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა: შემცირდა დამაბინძურებლების კონცენტრაცია და გაჩნდა თევზი.

ამჟამად, ტბებზე ცხოვრობენ იხვები, თოლიები, ონდატრები, თევზები და წყლის სხვა პატარა ცხოველები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рафаэль Мустафин. Тайны озера Кабан и другие тайны Казани. — Казань, 2010. — 240 с. — 3000 экз. — ISBN 5-85903-022-3.
  • Хусаин Амирхан. Сказание об озере Кабан. — Из сочинения Таварих-е Булгарийа («История Булгарии») / Вступ. ст., пер. с татарского и комментарии А.М. Ахунова. Дата обращения: 10 июня 2010.
  • "Кабан күле". Tatar Encyclopaedia (თათრ. ენა). Kazan: The Republic of Tatarstan Academy of Sciences. Institution of the Tatar Encyclopaedia. 2002.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mingazova, Nafisa; et al. "Restoration of Low Kaban Lake (Kazan, Russia): 25-term experience of restoration and monitoring of ecological condition" (PDF). Kazan State University. Archived from the original (PDF) on 24 November 2015. Retrieved 15 January 2013.
  2. Горшкова А. Т., Урбанова О. Н., Минуллина А. А., Валетдинов А. Р., Ионова Ю. С., Семанов Д. А. ХАРАКТЕРИСТИКА СОВРЕМЕННОГО СОСТОЯНИЯ ОЗЕР КАБАН ПО ДАННЫМ БАТИМЕТРИЧЕСКИХ СЪЕМОК // Институт проблем экологии и недропользования АН РТ. научно-технический журнал. — 2012. (რუსულ.ენაზე)
  3. КАБАН // Татарская энциклопедия: В 5 т./ Гл. ред. М. Х. Хасанов, ответ. ред. Г. С. Сабирзянов. — Казань: Институт Татарской энциклопедии АН РТ, 2006. — Т. 3: К — Л. — С. 6. (რუსულ ენაზე)