კაალის კრატერი
კაალი | |
ესტ. Kaali kraater | |
![]() კაალის მეტეორის კრატერი | |
ქვეყანა | ესტონეთი |
---|---|
რეგიონი | საარემაა |
მონაცემები | |
დიამეტრი | 0,11კმ. |
სახელწოდება | |
დამტკიცებულია | IAU (1970) |
მდებარეობა | |
58°22′22″ ჩ. გ. 22°40′10″ დ. გ. / 58.37278° ჩ. გ. 22.66944° დ. გ. | |
![]() | |
კაალის კრატერი ![]() |



კაალის კრატერი მეტეორის დაცემისა და შემდგომი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კრატერია სააარემააზე, კაალში (კურესაარედან 20 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით). 110-მეტრიანი დიამეტრის მქონე მთავარი კრატერის გარდა მის გარშემო არის კიდევ 8 უფრო პატარა კრატერი. უახლესი და ყველაზე ზუსტი გაზომვების შედეგების თანახმად, კრატერების წარმოქმნის დრო ფასდება ძვ.წ. 1530-1450 წლებით.[1] კაალის კრატერთან მოწყობილია კაალის ვიზიტორთა ცენტრი.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაალის კრატერი არის 3 მეტეორიტული კრატერისგან შემდგარი კრატერების ველის მთავარი კრატერი. კრატერის დიამეტრი არის 110 მ, სიღრმე - 22 მ და კრატერს გარს აკრავს 4-9 მ სიმაღლის ბორცვი, რომელიც შედგება აფეთქების შედეგად ამოტყორცნილი ქანებისა და დანალექებისგან. შიდა ფერდობზე გაშიშვლებულია საფუძვლის ქანებიდან ბლოკებად მოწყვეტილი და დახრილ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში ამოტყორცნილი დოლომიტის ფენები. კრატერში მდებარეობს კაალის ტბა, რომლის დიამეტრი წყლის დონის მიხედვით 40-60 მეტრს შეადგენს. კაალის კრატერის ასაკი მრავალჯერ იქნა დათარიღებული და მიღებული იქნა სხვადასხვა შედეგი. ერთ-ერთი ბოლო დათარიღება, რომელიც ეფუძნება ირიდიუმის შემცველობას გარშემო არსებული ჭაობების ტორფში, კრატერის ასაკს დაახლოებით 2400...2800 წლით განსაზღვრავს. ადრე კრატერის ასაკად შემოთავაზებული იყო 3500 და 7500 წელიც კი. ყველა დათარიღება მიღებულია სხვადასხვა მეთოდით. ნახშირის ნიმუშების გვიანდელმა რადიოქიმიურმა ანალიზებმა შეჯახების დათარიღებისთვის მოგვცა ძვ.წ. 700 +/-200 წელი (გეოლოგ აგო აალოეს მონაცემებით). ეს დათარიღება უკეთ შეესაბამება მეზობელი ხალხების კულტურაში, რელიგიასა და ლეგენდებში არსებულ გამოძახილებს, განათავსებს რა მოვლენას ისტორიულად განვითარებულ პერიოდში.
კაალის კრატერი ევროპაში ცნობილ ყველაზე ახალგაზრდა დიდი მეტეორიტული კრატერია, თუ არ ჩავთვლით პატარა მეტეორიტების მიერ დედამიწის ზედაპირზე დატოვებულ კვალს. ზოგიერთი წყლის შროშანი, რომელიც ტბაში იზრდება, იქ დარგულია 2006 წელს.[2]
დაბინძურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს შემჩნეული იქნა ტენდენცია, რომ იმ არეალში გამართული ქორწილების დროს სტუმრები აბინძურებენ კაალის კრატერს.[3]
კაალის ტბა ადგილობრივ გადმოცემებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრიკის ლივონიის ქრონიკაში რამდენიმე ადგილას არის გამოქვეყნებული ადგილობრივი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ესტონელთა ღმერთი თარაპიტა მოვიდა დედამიწაზე ებავერეს მთასთან და დაეშვა სააარემააზე. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია სარიტუალო ნაგებობები - წრიული კედლები მთავარი კრატერის გარშემო. ასევე აღმოჩენილია კრატერიდან ძველი ნივთები. ესტონეთის ხალხთა მუზეუმის კოლექციებში დაცულია ხალხური სიმღერები, სადაც საუბარია სააარემაას ხანძარზე და რომლებსაც მეცნიერები უკავშირებენ არა ჩვეულებრივ ხანძრებს, არამედ გადმოცემულ სახეების გამო - კაალის მეტეორიტს. მატიას იოჰან აიზენის ლეგენდების კრებულში „წინაპართა საგანძური“ გამოქვეყნებული ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, კაალის ტბის ადგილას იყო მამული, სადაც მამულის ბატონის თორმეტი შვილიდან უფროსს და უმცროსს - ვაჟსა და ქალიშვილს - ერთმანეთის ცოლ-ქმრობა სურდათ. მღვდელმა თქვა, რომ ეს შესაძლებელია და ჯვარი დასწერა მათ მამულში. ჯვრისწერის რიტუალის შემდეგ მღვდელი არ დარჩენილა საქორწილო წვეულებაზე, არამედ სასწრაფოდ წავიდა სახლში, უბრძანა მეეტლეს სწრაფად ეტარებინა და აუკრძალა უკან მოხედვა. მეეტლემ დაარღვია აკრძალვა და უკან მოიხედა და იმავე წამს, როცა უკან მოიხედა, დაინახა, როგორ იძირებოდა მამული მიწაში. დარჩა დიდი ციცაბო ორმო, რომელშიც ყოველთვის არის წყალი. ლეგენდის თანახმად, მამული ტბაში გამოჩნდება ყოველ წელს იმავე დღეს, როცა მამული ჩაიძირა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ქრება. აიზენის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი ეფუძნება ვალიალას კომუნიდან, ლოვეს მაზრიდან შეგროვებულ ლეგენდას, რომელიც გამოგზავნა ი. რატასმა 1896 წელს.[4][5]
კვლევის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წელს ივან რეინვალდმა შეისწავლა, არის თუ არა თაბაშირი კაალში. მოსაზრება კრატერების მეტეორიტული წარმოშობის შესახებ გამოაქვეყნა 1928 წელს. 1935 წელს მან აღმოაჩინა პირველი მეტეორიტის ნამსხვრევები.[6] კაალის კრატერი ევროპაში პირველად აღმოჩენილი მეტეორიტული კრატერია. ასვას ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრეში აღმოჩენილია დაწვის კვალი, რომელიც მეცნიერებმა დაუკავშირეს მეტეორიტის აფეთქებას. ასევე დადგენილია, რომ დაწვის შემდეგ ქალაქი მიტოვებული იყო დიდი ხნის განმავლობაში.
კაალის ტბის განხილვა მეცნიერებასა და კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენარტ მერი თავის ნაშრომში „ვერცხლისფერი“ და რამდენიმე სხვა მკვლევარი (მათ შორის ველო ლეუგასი) ეძებდნენ კაალის აფეთქების კავშირებს ფოლკლორთან, ძველი ბერძნების მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟის ფაეტონის დაღუპვასთან, ძველი სკანდინავიის ღმერთის თორის აღმოსავლეთიდან ჩამოსვლასთან (ასევე ძველი სააარემაელების ომის ღმერთის თარაპიტას გაფრენასთან ებავერეს მთიდან სააარემააზე) ან მსოფლიო მოგზაურის პითეასის მოგზაურობის ჩანაწერებთან. 2003 წელს შეიქმნა ურმას ე. ლივის პოპულარული სამეცნიერო დოკუმენტური ფილმი „კაალის საიდუმლო“. („მზის სახლი“). კარიას ეკლესიის ჭერზე ჩანს უცნაური ნიშნები, რომლებიც მეცნიერებმა მიიჩნიეს დაზიანებული ფეხის მქონე მზის გამოსახულებად და დაუკავშირეს ის კაალის მეტეორიტს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კაალის კრატერი. 2006 წ.
-
კაალის კრატერი. 2007 წ.
-
კაალის კრატერი. 2010 წ.
-
მეტეორის ფრაგმენტი კაალის მუზეუმში.
-
მთავარი კრატერიდან გამოდევნილი დოლომიტის კლდის ფრაგმენტები.
-
კაალის კრატერი. 1973 წ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lennart Meri. "Hõbevalgem", 1984
- Reet Tiirmaa. "Kaali meteoriit", 1994.
- Vello Lõugas. "Kaali kraatriväljal Phaethonit otsimas", 1996.
- Marika Mägi. Kaali ja kultuurmaastik. Meteoriiditabamuse kajastusi arheoloogias ja folklooris[მკვდარი ბმული]. Tallinn, 2003.
- Marju Kõivupuu. 101 Eesti pühapaika 2011. Tallinn: Varrak, lk 10–11.
- Kaalijärv looduskaitse alla. Uus Eesti, 6. aprill 1938, nr. 96, lk. 3.
- Kaali järv – ainulaadne loodusime Euroopas. Uus Eesti, 10. aprill 1938, nr. 100, lk. 3.
- Eesti omapäraseim loodusnähtus – Kaalijärv. Päevaleht, 23. juuni 1939, nr. 168, lk. 5.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Losiak, A.; Wild, E. M.; Geppert, W. D.; Huber, M. S.; Jõeleht, A.; Kriiska, A.; Kulkov, A.; Paavel, K.; Pirkovic, I. (01.04.2016). „Dating a small impact crater: An age of Kaali crater (Estonia) based on charcoal emplaced within proximal ejecta“. Meteoritics & Planetary Science (ინგლისური). 51 (4): 681–695. doi:10.1111/maps.12616. ISSN 1945-5100. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Liise Kallas. Kaali kraatris õitsevad Kuressaarest pärit vesiroosid. Oma Saar (interneti versioon), 17. juuli, 2007
- ↑ Pulmalised loobivad Kaali kraatrisse sodi. Delfi, 22. august 2007]
- ↑ Mattias Johann Eisen.Esivanemate varandus. Koostanud ja redigeerinud Herbert Tampere. Tallinn: Sinisukk 2000, lk 100–101
- ↑ Kaali mõisa järv. – Matthias Johann Eisen. Esivanemate varandus. II. Kodused jutud. Tartu: Eesti Kirjandusmuuseum 2002, nr 58.
- ↑ (arhiiviversioon) Geoloogilisi andmeid, Kaali meteoriidikraatrite väli Saaremaal, muinas.struktuur.ee